მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს

Published on

    სასტუმრო ”რედისონში” საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი იღებენ. არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება და კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა ხმის უფლების მქონე დამსწრე დელეგატთა ნახევარზე მეტმა.დელეგატებს შორის არიან სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები. ასევე ოლიმპიური ჩემპიონები და 5 არაოლიმპიური სახეობა. ასევე დელეგატებად არიან რეგისტრირებული განსაკუთრებული დამსახურებისთვის ნონა გაფრინდაშვილი, ჯანო ბაგრატიონი და თენგიზ გაჩეჩილაძე. სულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის უფლების მქონე 136 დელეგატი მონაწილეობს. სხვა დელეგატის ნაცვლად ხმის მიცემა არ შეიძლება. კომისიის თავმჯდომარე ხმის დათვლის შედეგებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სესიის დელეგატებს გააცნობს, რის შემდეგაც მოხდება კენჭისყრის შედეგების დამტკიცება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად არჩევა 4 წლის ვადით ხდება.
 
 

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...