ქალაქ ზუგდიდის 2017 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“

0
350
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. ფრაქციის წევრებს შენიშვნები ჰქონდათ ქალაქ ზუგდიდის მუნციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ქალაქის მერთან, რომელსაც წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენეს. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს არის ყველაზე ცუდი ბიუჯეტი ზუგდიდისთვის, რომლის გათვალისწინებითაც "ეს იქნება ყველაზე რთული წელი.მასში არ არის გათვალისწინებული მოსახლეობის საჭიროებები.არ არის გაზრდილი სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი, მორგებულია ძირითადად ერთჯერად ინიციატივებზე, გათვალისწინებული არ არის სოციალური სახლების მშენებლობა, ბინით უზრუნველყოფა, უფასო სასადილოს გაზრდა და ა. შ. და რაც ყველაზე მთავარია, ქალაქის ბიუჯეტში არ ჩანს, როგორი უნდა იყოს ქალაქის განვითარების გეგმა.შიდაგზების, კერძოდ, გამსახურდიასა და თავისუფლების ქუჩებში არსებული მდგომარეობა და  ენგურქაღალდკომბნატის დასახლებაში წყლის პრობლემა, რომელიც მოუგვარებელია."- განაცხადეს ოპოზიციური პარტიის წევრმა დეპუატატებმა.ქალაქის მერმა ოპოზიციის შენიშვნებს უპასუხა და განაცხადა, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებულია მაქსიმალურად ყველა ფრაქციის შენიშვნები, შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯებიც."არ არის გათვალისწინებული პრემიები არც აიპებში , არც საკრებულოში და არც მერიაში.მთელი პროექტები მივმართეთ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისვის."- განაცხადა ირაკლი გოგოხიამ. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის დამტკიცებული  ბიუჯეტი 19 042.2 ლარს შეადგენს. დღესვე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო გუნდის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ მოხდება.

 

 

 

ქალაქ ზუგდიდის  2017 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“

წინა სტატიაპარტიის ყრილობის გადადების საჭიროება არ არსებობს – ნაციონალურ მოძრაობაში ცალკეული პერსონების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო კომისია დღეს პირველ შეხვედრას გამართავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური