პარტიის ყრილობის გადადების საჭიროება არ არსებობს – ნაციონალურ მოძრაობაში ცალკეული პერსონების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან

0
375
,,პარტიაში ჩაკეტილი ერთპიროვნული, ოთახის მართველობის დამფუძნებლების აშკარა და გამიზნული ტყუილი'' – ასე აფასებს  აკაკი  მინაშვილი ცალკეული პოლიტიკური ფიგურების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს პარტიის  სამდივნოს გუშინდელი სხდომის შემდეგ და დეტალურად განმარტავს ყრილობის მომზადებასთან და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირეულ  სადაო საკითხებს
 
1.ჩვენს მიერ შემოთავაზებული ხედვა საორგანიზაციო კომისიათან დაკავშირებით გაცილებით უფრო ფართო და მონაწილეობითია, ორიენტირებულია მაქსიმალურ ჩართულობასა და განსხვავებული პოზიციების მიმღებლობაზე – იმ წესის მიხედვით, რომელსაც მხარი დაუჭირა პოლიტიკური საბჭოს უმრავლესობამ, კომისიის თითო წევრის დასახელების უფლება აქვს პოlიტიკური საბჭოს ხუთ წევრს ანუ ყველა პოზიციის ან მოსაზრების მქონე პოლიტსაბჭოს წევრს უფლება აქვს დანიშნოს თავისი წარმომადგენელი კომისიაში. ეს ვარიანტი სრულად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას , რომ უმრავლესობამ ერთპიროვნულად დააკოპლექტოს საორგანიზაციო ჯგუფი და იქ მხოლოდ მისი ინტერესების დამცველები წარადგინოს. ამჟამად პოლიტსაბჭოს 30 წევრმა წარადგინა კომისიის ექვსი წევრი. დარჩენილ 29 წევრს აქვს შესაძლებლობა წარადგინოს კომისიის ხუთი წევრი.( იმ მომენტისათვის, როდესაც ამ წესზე ვმუშაობდით, პოლიტსაბჭოში იყო 60 წევრი და ჩვენი ხედვაც შესაბამისად სრულ პარიტეტს გულისხმობდა, თუმცა საპარლამენტო საჭიროებისათვის ერთი წევრი ისე გავიდა პოლიტსაბჭოდან ოთახის მართველებს ჩვენთვის არაფერი უთქვამთ. ეს მოხდს ფარულობის იმ ტრადიციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა დაამკვიდრეს). თანასწორობის პრინციპზე დამყარებული ჩვენი წინადადებისგან განსხვaვებით ოთახის მმართველების შემოთავაზებულ ვერსიაში საორგანიზაციო საკითხებს სამდივნო წყვეტს, რომლის შემადგენლობაში ეს ჯგუფი აბსოლუტურ უმრავლესობაშია (5-2). რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უწინდებურად გააგრძელებდნენ ალტერნატიული აზრის გაუთვალისწინებლად გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებას.
 
2.ოთახის მართველების სურვილი იყო მცირე ყრილობის ჩატარება 2000 ადამიანის შემადგენლობით. მათი განზრახვა იყო, რომ პირადი კონტაქტების მეშვეობით გაეტანათ მათთვის სასურველი, პირადი ინტერესებით გამოწვეული, მაგრამ ამავე დროს პარტიის წევრების და მხარდამჭერების უმრავლესობისათვის არასასურველი და საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი ხედვა, რომელიც პოლიტიკურმა საბჭომ დაამტკიცა, გულისხმობს 7000 დელეგატიან ყრილობას, იმ მაშტაბების სახალხო ფორუმს, სადაც მანიპულირება პირადი ურთიერათობებით შეუძლბელია და სადაც გამოხატული იქნება პარტიის წევრების და მხარდამჭერების ნამდვილი ნება.
 
3.ყრილობას დაესწრება 7000 ადამიანზე მეტი, რომელთა დაუღალავი მოქმედებით, ხშირ შემთქვევაში მაღალი რისკის შემცველი აქტივoბებებით ენმ აგრძელებს ბრძოლას და აუცილებლად გაიმარჯვებს. სამწუხაროა, რომ ჩემი თანაპარტიელები მათ ბალაგანს უწოდებენ და ამით იმთავითვე უგულვებელყოფენ მათ დაუფასებელ და გადამწყვეტ როლს პარტიის არსებობაში. ძალიან დასანანია, რომ ჩემი თანაპარტიელი მრავალ გასააჭირ გამოვლილ თანამებრძოლთა ერთობას ბალაგანს უწოდებს და უდიდეს შეურაცხყოფას აყენებს, თითქოს მათ არც თავმოყვარეობა გააჩნიათ და არც საკუთარი აზრი, რომლის გათვალისწინებაც პოლიტიკოსების ვალდებულებაა. ასევე მინდა იმედები გავუცრუო ყრილობის ჩაშლის მსურველებს – ეს ყრილობა იქნება, ერთის მხრივ, ემოციური, საქმიანი და მეორეს მხრივ, სრულყოფილად ორგანიზებული, სადაც ყველა პოზიცია იქნება დაფიქსირებული და ყველა საკითხზე ჩატარდება ისეთი კენჭისყრა სადაც თითოეული დელეგატის ხმა იქნება ჩათვლილი და დაცული. ( კენჭისყრის ფორმაზე უკვე მიდის მუშაობა, მათ შორის ჩატარებულია პილოტირება)
 
4.უცაბედად დღეს რომ დაინტერესდნენ ამ პროცედურული საკითხებით – რატომ ერთი კითხვაც არ დაუსვამთ ამ მიმართულებით პოლიტიკურ საბჭოს სხდომაზე. იმიტომ ხომ არა, რომ ეგონათ აუცილებლად გაიმარჯვებდნენ და განსხვავებული მიდგომა არ აინტერესებდათ. ჩვენ კი მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავით ჩვენი პოზიციის სისწორეში და პოლიტსაბჭოს უმრავლესობის მხარდაჭერაში უკეთესი გზების საძიებლად ბევრი კითხვა დავსვით. თუ მათ ეს კითხვები აქვთ, 30 ნოემბრის მერე 22 დღეა გასული და აქამდე რატომ არავის გაახსენდა? იმიტომ ხომ არა, რომ ახლა ისინი გადადების ხელოვნური მიზეზების წარმოჩენას ცდილობენ? ასევე შევახსენებ ყველას რომ პოლიტსაბჭოს საბოლოო სხდომამდე ჩვენ შევთავაზეთ ჩვენ ოპონენტებს გადაგვედო ყრილობა (მათი ხედვებთ ყრილობა 27 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო), რასაც ოთახის მართველები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ. მხოლოდ მათი პოზიციის არ გაზიარების შემდეგ მოუნდათ ყრილობის გადადება.
 
ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებამდე. ყველას უნდა ახსოვდეს რომ ამ პარტიის ძალა არის იდეასა და ხალხში. პოლიტიკური ფიგურები, ვინც პროცესებს კულუარებიდან მართავდნენ, თავად გადაწყვეტენ ჩაერთვებიან საორგანიზაციო პროცესში, თუ სხვა გზას დაადგებიან, ჩვენ კი გვინდა დავარწმუნოთ ყველა, 20 იანვარს ნაციონალური მოძრაობის ათასობით წევრი და მხარდამჭერი გამოხატავს თავის მკაფიო ნებას და ეს ყრილობა იქნება ოლიგარქზე გამარჯვების საწინდარი! '' – წერს აკაკი მინაშვილი
წინა სტატია“2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი” – საქართველოს ოპტიმისტი პრემიერი ჰყავს
შემდეგი სტატიაქალაქ ზუგდიდის 2017 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური