მთავარისიახლეებიმსოფლიოდღეს დილით დაკავებული თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი თავისუფალია

დღეს დილით დაკავებული თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი თავისუფალია

Published on

 Associated Press -ის ცნობით, დღეს დილით სტამბოლში, საკუთარ სახლში  პოლიციამ დააკავა თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი  პერვინ ბულდანი  , ტურქეთის ხელისუფლება პროქურთ ხალხთა დემოკრატიის პარტიას, რომლის წარმომადგენელიც არის პარლამენტში ბულდანი , ქურთ ამბოხებულებთან კავშირში ადანაშაულებს, თუმცა თავად პარტია ამას არ აღიარებს.
პროკურატურა ვიცე სპიკერის დაკავებას იმით ხსნის, რომ სურდა ჩვენება მიეღო მისგან.
პერვინ ბულდანმა ჩვენება მისცა პროკურატურას და ამის შემდეგ გაათავისუფლეს.
,,სტამბოლის სასამართლოში დღეს განიხილება  ერთ-ერთი საქმე,  რომელიც ეხება „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ წარმომადგენლების განცხადებას, საპარლამენტო ხელშეუხებლობის ჩამორთმევის თაობაზე. ბულდანი და პარტიის სხვა წევრები მკვეთრად აკრიტიკებდნენ ამ განცხადებას“, –
 განაცხადა „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე ნაზმი გიურმა.
აღსანიშნავია, რომ მაისიდან, , მას შემდეგ, რაც პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა პარლამენტარებს,  თურქეთის ხელისუფლებამ „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ თორმერტი  წევრი დააკავა  ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით.

 

 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...