საპატრიარქოში დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს. როგორც დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განაცხადა, წმინდა სინოდის ეს კრება გეგმურია. სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად მღვდელმთავრები სავარაუდოდ უწმიდესის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო დღეების აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების საკითხს განიხილავენ.„სავარაუდოდ, საორგანიზაციო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას დაგეგმავს“, – განაცხადა დეკანოზმა. მისივე თქმით, წმინდა სინოდი გეგმურად, წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა წელს 12 თებერვალს, 25 მაისს და 10 ივნისს გაიმართა. ბოლო სხდომა არაგეგმური იყო და სინოდის წევრებმა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 39 წელი სრულდება, 4 იანვარს კი, უწმიდესი 84 წლის გახდება.
სიახლეები
საზოგადოება
EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...
მსოფლიო
აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ
აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...
სიახლეები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო.
ამის შესახებ...
სიახლეები
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...