მთავარისიახლეებისაზოგადოება"სამწუხაროდ, ეკლესიაში რუხი კარდინალის მდგომარეობა არსებობს" - მეუფე პეტრე პატრიარქის მდივანზე

“სამწუხაროდ, ეკლესიაში რუხი კარდინალის მდგომარეობა არსებობს” – მეუფე პეტრე პატრიარქის მდივანზე

Published on

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განუსაზღვრელ ძალაუფლებაზე საუბრობს. ამის შესახებ პეტრე ცაავამ წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.„მთავარი სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გავარჩიოთ პირველხარისხოვანი პრობლემა მეორეხარისხოვნისგან. მე რასაც თვალყურს ვადევნებ, მეორე, მესამე, მეათეხარისხოვან პრობლემებზეა ყურადღება გადატანილი. მთავარი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება, პატრიარქის მდივან-რეფერენტის ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება აბსურდული პრობლემების შექმნა, უწესრიგო მდგომარეობა, მთავარ პრობლემას უნდა შევეხოთ. დანარჩენი ადვილად მოგვარებადია, როდესაც აღდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის მოვალეობებს შეასრულებს, აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და ეს პრობლემები ძალიან ადვილად მოგვარდება ღვთის წყალობით“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა შორენა თეთრუაშვილის ხელი არსებულ დაპირისპირებაში, მეუფე პეტრემ უპასუხა, რომ მის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება აუცილებლად არის თავი ამ ყველა პრობლემისა.„ე.წ.რუხი კარდინალის მდგომარეობა და ე.წ. ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში სამწუხაროდ, არსებობს“, – ბრძანა მეუფე პატრემ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...