მთავარისიახლეებიპოლიტიკასამართალდამცველებმა თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელის ოჯახის წევრები გაათავისუფლეს

სამართალდამცველებმა თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელის ოჯახის წევრები გაათავისუფლეს

Published on

   სამართალდამცველებმა თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელის ოჯახის წევრები გაათავისუფლეს, – იუწყება სააგენტო Reuters. გამოძიების ფარგლებში თურქმა სამართალდამცველებმა 13 პირი დააკავეს. მათ შორის მკვლელის ოჯახის ექვსი წევრი – დედა, მამა, და და კიდევ სხვა ნათესავები აიდინის პროვინციაში დააკავეს. 19 დეკემბერს, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.
 
 
 

სიახლეები

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...