მთავარისიახლეებიპოლიტიკამეუფე იაკობი:"დაცვა ის ფიგურა არ არის, ვიღაც ოხანაშვილზე ვილაპარაკო. აუცილებლად გავუშვებ მაგას“

მეუფე იაკობი:”დაცვა ის ფიგურა არ არის, ვიღაც ოხანაშვილზე ვილაპარაკო. აუცილებლად გავუშვებ მაგას“

Published on

სასულიერო პირებს შორის არსებული დაპირისპირება იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც დღეს სინოდი განიხილავს. სასულიერო პირები ერთმანეთს დეკანოზ დავით ისაკაძის საჯარო განცხადებების შემდეგ დაუპირისპირდნენ, სადაც მან მამა ალექსანდრე გალდავა და თეოდორე გიგნაძე ეკლესიის მტრებად გამოაცხადა. სინოდის დღევანდელ სხდომაზე, შესაძლოა პატრიარქისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის საკითხზეც იმსჯელონ.სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ქორეპისკოპოსმა  იაკობმა. კითხვაზე "იქნება თუ არა ერთ-ერთი განსახილველი საკითხი პატრიარქისთვის დაცვის მოხსნა," მეუფე იაკობი ამბობს, რომ არ აპირებს „ვიღაც ოხანაშვილზე" ილაპარაკოს. მისივე თქმით, სოსო ოხანაშვილს აუცილებლად  გაუშვებს.„დაცვა ის ფიგურა არ არის, ვიღაც ოხანაშვილზე ვილაპარაკო. აუცილებლად გავუშვებ მაგას,“-განაცხადა მეუფე იაკობმა.
 
 
 

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...