,,Лайф’’- ის ცნობით, , ,,დღეს მოსკოვში, ქუჩაში გარდაიცვალა საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი. ‘’
ევგენი ჯუღაშვილი თავისი სახლის სიახლოვეს, ქუჩაში დაეცა უგონოდ,
გამვლელებმა საშველად სასაწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა – მედიკოსებმა მხოლოდ სიკვდილის კონსტატაცია მოახდინეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება.
ევგენი ჯუღაშვილი 1936 წლის 10 იანვარს დაიბადა, ურიუპინსკში. იყო ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატი. 2001 წლიდან სათავეში ედგა საქართველოს ახალ კომუნისტურ პარტიას. მას ორმაგი მოქალაეობა ჰქონდა – იყო საქართველოს და რუსეთის მოქალაქე .