მთავარისიახლეებიპოლიტიკაალექსანდრე ჯეჯელავა:"რეორგანიზაციის შედეგად განათლების სამინისტროში სამსახურს 200-250-მდე ადამიანი დატოვებს"

ალექსანდრე ჯეჯელავა:”რეორგანიზაციის შედეგად განათლების სამინისტროში სამსახურს 200-250-მდე ადამიანი დატოვებს”

Published on

  განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროს აპარტში დასაქმებულთა რეორგანიზაციას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.მინისტრმა უწყებაში დაგეგმილ რეორგანიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რესურსცენტრებში არსებული იურისტების განახევრება იგეგმება. ჯეჯელავას თქმით, რესურსცენტრების 73 რაიონულ განყოფილებაში თითო იურისტი ჰყავდათ და რეორგანიზაციის შედეგად 36-37 იურისტი დარჩება. „რესურს-ცენტრებთან ერთად შეთანხმებით გადაწყდა, რომ იურისტები სრულად დატვირთული არ იყვნენ. ყველა რესურსცენტრს თითო იურისტი არ სჭირდება და გადავწყვიტეთ რაოდენობა გავანახევროთ“, – აღნიშნა მინისტრმა.მისივე თქმით, ოპტიმიზაცია შეეხო ასევე აუდიტის სამსახურის რეგიონულ წარმომადგენლებს. ჯეჯელავა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ფინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით ზოგიერთ შემთხვევაში სკოლებში ინტერნეტ სპეციალისტების მუშაობის ნაცვლად ინტერნეტ კომპანიების მომსახურეობა შეისყიდონ. იგივე ისაუბრა მან პროფორიენტაციის გუნდზე. „გვყავდა პროფორიენტაციის კოორდინატორები. ეს პროექტი კარგი პროექტია და უნდა გაგრძელდეს, მაგრამ უნდა გაგრძელდეს როგორც არასამთავრობო სექტორთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
   ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროს აპარტში დასაქმებულთა რეორგანიზაციასაც არ გამორიცხავს. „იქიდან დავიწყებ პირველ რიგში, რადგან არასწორი იქნებოდა ხელი გვეხლო რომელიმე სხვა სამსახურისთვის ისე, რომ ჩვენ თავს გავფრთხილებოდით. განათლების ხარისხთან დაკავშირებულ სამსახურებში კი განათლების თანამშრომლების რაოდენობა და ხელფასებიც მოიმატებს“, – განაცხადა მინისტრმასაერთო ჯამში, ჯეჯელავას განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურს 200-250-მდე ადამიანი დატოვებს. 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...