მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ გააუქმა ზუგდიდის მერიამ დაანონსებული საახალწლო ღამის კონცერტი?

რატომ გააუქმა ზუგდიდის მერიამ დაანონსებული საახალწლო ღამის კონცერტი?

Published on

ზუგდიდის მერიის გადაწყვეტილებამ დაანონსებული  საახალწლო ღამის კონცერტის გაუქმების შესახებ კითხვები წარმოშვა საზოგადოებაში. ოფიციალურ მიზეზად სახელდება მისწრაფება კონცერტისთვის გამოყოფილი სახსრები  დაიზოგოს და მოხმარდეს სოციალურად დაუცველთათვის საახალწლო სასაჩუქრო პაკეტების გაუხვებას. ეს  ბევრმა იაფფასიან პოპულიზმად აღიქვა , ბევრმაც ეჭვი შეიტანა მერიის თანამშრომელთა დამოკიდებულებაში  ტრადიციული კონცერტის, როგორც მოსახლეობის (განსაკუთრებით ახალგაზრდობის) საზეიმო განწყობის მნიშვნელოვანი ფაქტორის არასათანადო აღქმაში,   თუმცა სოციალურ ქსელში უკვე იწერება იმაზეც, რომ ასეთი მეყვსეული ცვლილება საახალწლო ღონისძიებების პაკეტში ( ბოლო განცხადება კონცერტის ორგანიზებასთან დაკავშირებით მერიის ვებ გვერდზე სამიოდ დღის წინათ გამოქვეყნდა), სხვა მიზეზებით არის გამოწვეული.
 
ამ მიზეზებში გარკვევის მცდელობაა  ბლოგერ ეგნატე შამუგიას პოსტი სოციალურ ქსელში,   რომლის თანახმად,  კონცერტის გაუქმების რეალური მიზეზი სოციალურად დაუცველების დახმარება (როგორც ეს მერიის განცხადებაშია ნათქვამი)   არ არის.
,,ამის ორი სავარაუდო მიზეზი არსებობს – ვარაუდობს ეგნატე შამუგია –  1. როგორც ვიცი, ერთ-ერთი ჯგუფი, რომლის ჩამოყვანა იგეგმებოდა ვერ ჩამოჰყავთ, რადგან მათი გეგმები შეიცვალა. არადა, იმ მოთხოვნებს სხვა ჯგუფები არ აკმაყოფილებს მერიის მიერ გამოყოფილ თანხას რო დათანხმდებიან. ერთი სიტყვით: სატენდერო მოთხოვნები მას მოარგეს. ასევე, მერიას ფეიერვერკების შესყიდვაზე ტენდერი ჩაუვარდა, ხოლო ახალი ტენდერის გამოცხადება და შესყიდვა უკვე ვერ ესწრებოდა კონცერტამდე. ცხადია, მერიას იმისათვის, რომ სხვა ჯგუფი ჩამოეყვანა საჭირო იყო ტენდერის ხელახლა ჩატარება, რომლის სატენდერო პროცედურებით განსაზღვრული დრო 31 დეკემბერს გასცდებოდა. სახელმწიფო შესყიდვების რეგულაციებიდან გამომდინარე, მარტივად, შენ გემოზე ვერ შეცვლი რაღაცებს. ანუ, სატენდერო მოთხოვნის შესაბამისი უნდა იყოს ხელშეკრულების პირობები. მაგალითად, თუ მოთხოვნაში გეწერა სამკაციანი ბენდი, ხელშეკრულებაში ვერ ჩაწერ ორკაციან ბენდს.
2. რამდენიმე დღის წინ ბიუჯეტის შესრულებებში და მე-4 კვარტალში აღებულ ვალდებულებებს გადავხედე –  სადაც, ნათლად ჩანდა, რომ მერიის მიერ აღებული ვალდებულებების დასაფარად შემოსავლების მობილიზება რთული იყო. ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტის შემოსულობები მერამდენე წელია დეფიციტურად იგეგმება. მათ შორის, ეზოების კეთილმოწყობის ხელშეკრულებიდან 0.5 მლნ არის დასაფარი, გარე განათების კომუნალური ხარჯები და სხვა უამრავი ვალდებულება, თან საახალწლო პრემიასაც ვერ აიღებენ და ა.შ. სავარაუდოდ, ტენდერის გამოცხადებისას ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ ხაზინაში თანხების მობილიზებას შეძლებენ, თუმცა ახლა მიხვდნენ, რომ შეუძლებელია. ამიტომ დამატებითი ვალდებულების აღებაც შეუძლებელი. ერთი სიტყვით: ფული არ არის.
​რატომ მგონია ეს ასე: პირველი – მერიას არასდროს არ შეუცვლია გადაწყვეტილება უფრო მრავალრიცხოვანი მოთხოვნის დროს, ახლა კი – კონცერტის არ ჩატარება არ ყოფილა მასშტაბური. პრინციპში, აქ ხომ არაფერია მასშტაბური. მეორე ის, რომ ამ თანხის არსებობის შემთხვევაშიც საბიუჯეტო წლის ბოლომდე, ანუ 31 დეკემბრის 24:00 საათამდე ვერ ესწრება სოციალურად დაუცველებისთვის სასაჩუქრე პაკეტების შეძენა. ესეც სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით უნდა განხორციელდეს. თან, მერიამ სოციალურად დაუცველებისა და ვეტერანებისთვის უკვე შეისყიდა მსგავსი პაკეტები. ამავდროულად, არსებობს მეორე ჯგუფი, რომელსაც უნდა რომ კონცერტი ჩატარდეს, ხოლო სოციალურად დაუცველების დახმარება ისეთი მიზეზია, რაც ორივე ჯგუფისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხია.'' – წერს ეგნატე შამუგია .
 

სიახლეები

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...