მთავარისიახლეებიპოლიტიკაბათუმის მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „კრეატივ ჯგუფმა“ ერას მოედნის საახალწლო გაფორმებაზე უარი...

ბათუმის მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „კრეატივ ჯგუფმა“ ერას მოედნის საახალწლო გაფორმებაზე უარი თქვა

Published on

   ბათუმის მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „კრეატივ ჯგუფმა“ ერას მოედნის საახალწლო გაფორმებაზე უარი თქვა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დათქმულ დროში საჭირო მასალების შეძენას ვერ ასწრებდნენ. ტენდერის პირობების შეუსრულებლობისთვის „კრეატივ ჯგუფი“ დისკვალიფიცირებულია.სსაიპი „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის თქმით, ფორსმაჟორული სიტუაცია იმის გამო შეიქმნა, რომ მერიასთან არსებული კომისია გვიან შეიკრიბა.„გვიან შეთანხმდა საკონცერტო პროგრამა და ამის შემდეგ დაიგეგმა ისიც, თუ რა თანხას მოგვცემდნენ. გამოვაცხადეთ ტენდერი და გამარჯვებულიც გამოვლინდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა, მათ შორის იმ მიზეზით, რომ დათქმულ დროში საჭირო მასალების შეძენას და ტერიტორიის მორთვას ვერ მოასწრებდა. კომპანია დისკვალიფიცირებულია და ე. წ. შავ სიაში მოხდა“, – განაცხადა ჯონი საბაშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი წლისთვის ერას მოედნის მოსართავად 145 ათასი ლარის განკარგისთვის ბათუმის მერია ტენდერს აღარ გამოაცხადებს. რაც შეეხება საახალწლო კონცერტს, „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელის განმარტებით, კონცერტების ჩატარება 25 დეკემბრიდან არის დაგეგმილი
 

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...