მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინელმა დეპუტატმა თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელს გმირი უწოდა

უკრაინელმა დეპუტატმა თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელს გმირი უწოდა

Published on

უკრაინელმა დეპუტატმა ვლადიმერ პარასიუკმა თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელს „გმირი“ უწოდა. ამის  შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. 
თავისი სტატუსის კომენტარებში დეპუტატმა აღნიშნა, რომ რუსეთის ელჩის მკვლელი თავისი ხალხის გმირია და განაცხადა, რომ მკვლელობა წარმოადგენს პასუხს „ალეპოში ათასობით მოკლულ ადამიანზე“, რაშიც დამნაშავე რუსეთია.
„როდესაც ადამიანი თავისი სიცოცხლის ფასად მზად არის მიიღოს უკიდურესი ზომები, იდეისთვის, სიმართლისთვის, მაშინ დარწმუნებით შეიძლება ითქვას – გმირი!“ – დაწერა უკრაინელმა დეპუტატმა.
 
აშშ-ის თეთრი სახლი თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 
„აშშ მტკიცედ გმობს თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობას. სამძიმარს ვუცხადებთ ელჩი კარლოვის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ვუთანაგრძნობთ რუს ხალხსა და რუსეთის მთავრობას. დიპლომატიური კორპუსის წევრის ეს საზარელი მკვლელობა მიუღებელია და რუსეთთან და თურქეთთან ერთად გამოვხატავთ მზადყოფნას, დავუპირისპირდეთ ტერორიზმის ყველა გამოვლინებას“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
 

სააგენტო Reuters. – ის ცნობით,  თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა –  მკვლელის დედა, მამა, და და კიდევ ორი ნათესავი აიდინის პროვინციაში, ხოლო მასთან ერთად ბინაში მცხოვრები პირი ანკარაში დააკავეს. მოკლული ელჩის სახელი ანკარის ერთერთ ქუჩას უწოდეს. 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...