მთავარისიახლეებიკულტურაგიორგი ოვაშვილს დღეს გადაეცემა ჯილდო საფრანგეთისა და მსოფლიოს კულტურაში შეტანილი...

გიორგი ოვაშვილს დღეს გადაეცემა ჯილდო საფრანგეთისა და მსოფლიოს კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

Published on

საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში დღეს რეჟისორ გიორგი ოვაშვილის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მას საფრანგეთისა და მსოფლიოს კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიენიჭება. 
 
გიორგი ოვაშვილს ფრანგული კინო-სამყაროს წარმომადგენლებთან მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. მისი ერთ-ერთი გახმაურებული პროექტი – „სიმინდის კუნძულიც“ სწორედ, ფრანგულ კინო-კომპანიასთან თანამშრომლობით და საფრანგეთის სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდა. 
 
როგორც ცნობილია, „სიმინდის კუნძული“ 2014 წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის – ოქროს გლობუსის მფლობელი გახდა, მომდევნო წელს კი, ოსკარის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიის შორთლისთში მოხვდა. მთლიანობაში, ფილმი 35 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. 
 
ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ 1957 წელს დააარსა. კავალერის წოდება 2016 წელს გიორგი ოვაშვილის გარდა, ხელოვნების სფეროს კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის, დანიელ მსახიობს – მედს მიკილსენს მიენიჭა, სხვადასხვა წლებში კი, ამ სტატუსით ტიმ ბარტონი, ენგ ლი, ჯუდ ლოუ, ჯორჯ ქლუნი, უმა თურმანი, მელანი ლორანი, ქეით ბლანშეტი, მარიონ კოტიარი, ვანეს პარადი, კაილი მინოუგი, შაკირა, ელიფ შაფაქი დაჯილდოვდნენ.
 
დაჯილდოების ცერემონიას დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სამინისტროსა და კინო-სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
 

სიახლეები

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...