12 გარდაცვლილი, 50 დაშავებული… ანგელა მერკელი გერმანელებს თხოვს ნუ აყვებიან შიშს

0
413
ჯერ კიდევ დარწმუნებული არ ვართ, მაგრამ გამოვდივართ იმ მოცემულობიდან, რომ საქმე ეხება ტერორისტულ აქტს, – განაცხადა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა გუშინ ბერლინის ცენტრში მომხდართან დაკავშირებით –  საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია 50 მოქალაქე..
ანგელა მერკელმა გერმანელებს თხოვნით მიმართა, რომ შიშმა არ მოახდინოს მათი პარალიზება. „აღნიშნული ფაქტი გამოძიებული იქნება ბოლო დეტალამდე და დასჯილი იქნება გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად. ჯერ კიდევ დარწმუნებული არ ვართ, მაგრამ გამოვდივართ იმ მოცემულობიდან, რომ საქმე ეხება ტერორისტულ აქტს“, – აღნიშნა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა.
 
მერკელის განცხადებით, რთულია მომხდარის მიღება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ჩაიდინა ადამიანმა, რომელმაც გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვა. უამრავი ლტოლვილია, რომლებსაც სურთ გერმანიაში ინტეგრირება, და  გერმანია მოძებნის თავის თავში ძალებს, რათა ვიცხოვროთ ისე, როგორც გვსურს, თავისუფლები ერთმანეთთან გვერდიგვერდ“, – დასძინა მერკელმა. 
 
წინა სტატიააქცია ბათუმში- საქართველოს საგზაო დეპარტამენტს გულგრილობაში ადანაშაულებენ.
შემდეგი სტატიაგიორგი ოვაშვილს დღეს გადაეცემა ჯილდო საფრანგეთისა და მსოფლიოს კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური