მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში ოცდაათამდე თურქული ტრაილერია გაჩერებული

ფოთში ოცდაათამდე თურქული ტრაილერია გაჩერებული

Published on

ფოთში, მალთაყვას უბანში 30-მდე თურქული ტრაილერია გაჩერებული.  მძღოლები ამბობენ, რომ საკვების მარაგი ამოეწურათ, მაღაზიები კი მათგან შორსაა.
მათი თქმით,  მანქანებს საპატრულო პოლიცია  არ აძლევს გადაადგილების უფლებას  ამის მიზეზის ყოველგვარი განმარტების გარეშე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაილერების გაჩერება თურქეთის საბაჟოსა და ფოთის პორტში შექმნილ ვითარებას უკავშირდება.  –  თურქეთის მხრიდან არ არის მოხსნილი შეზღუდვები რჩება გადაადგილებასთან დაკავშირებით, ხოლო ფოთის პორტში პრობლემები შექმნა უამინდობამ, რის გამოც  მუშაობა შეფერხებულია.
ახლა  მთელი დატვირთვა ბათუმის პორტზე მოდის, ამიტომ   ამ  მიმართულებით  ტრაილერების, სატვირთო მანქანების გადაადგილება რეგულირდება იმგვარად, რომ მათი გადაადგილება ეტაპობრივად განხორციელდეს.
 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...