ზონდერი გეგა გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია

0
482
 საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი  გეგა გეგეშიძე გახდა.  
მან  გუშინ გუშინ სასტუმრო "რედისონში" ჩატარებული ყრილობის შემდეგ გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა – ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე. მეოთხე კანდიდატი, დავით გობეჯიშვილი საარჩევნო მარათონს ნებაყოფლობით ჩამოცილდა. 
გეგა გეგეშიძემ 46 ხმა მიიღო, ესტატე გოგლიჩიძემ 3 ხმა, ხოლო მანუჩარ კვირკველიამ 24 ხმა.იგი ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს
 
გეგა გეგეშიძეს  მნიშვნელოვანი წილი მიუძღვის კორცხელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისა და მოსახლეობის დარბევის ორგანიზებაში, ხოლო მისი ძმა ვლადიმერ  გეგეშიძე ამ რბევის ერთერთი ყველაზე აქტიური მონაწილე  გახლდათ. 
აი, რას წერდა ამის შესახებ ენმ წევრი გივი თარგამაძე: 
,,კორცხელის დღევანდელი უმსგავსობოს ანატომია ახალი არაა. აგერ უკვე ორი წელიწადია ვამბობ, რომ კახი კალაძის ცოლისძმის ქალაქის სპორტის სამსახურის უფროსობიდან გათავისუფლების შემდეგ მას შეუქმნეს არასამთავრობო, რომლის საფარქვეშაც ჩამოყალიბდა ქართული ოცნების ზონდერჯგუფი. ხალხის მოგროვებას ამ ჯგუფში ახდენს გეგა გეგეშიძე – ჭიკაიძის დაცვის ყოფილი უფროსი, ქურდულ სამყაროსთან შსს-ს დანაშაულებრივი კავშირების გამბმელი, ლავას ოღლის საზღვარე გადმომყვანი, 20 წლის პოლიციელის მკვლელის საზღვარზე გამპარებელი, ყოფილი მოჭიდავე. ასევე საკუთარი ხალხის მობილიზაციას ამ ჯგუფში ახდენს დამნაშავეთა სამყაროს ცნობილი წარმომადგენელი, ამჟამად რუსეთში, სოჭში მცხოვრები დავით ქარსელაძე, იგივე კალატოზა, რომლის მონაწილეობას ამ ალიანსში მოწმობს როგორც რუსეთიდან მისი მილიონიანი გადარიცხვა კალაძესთან, ასევე მისი ძმის, ყოფილი კრიმინალ-პოლიციელის “არჩევა” თბილისის ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარედ. მობილიზაციაში მონაწილეობას იღებენ ის ქურდებიც, ვისთანაც კონტაქტობს გეგა გეგეშიძე. საერთო ხელმძღვანელობას ამ ჯგუფს უწევს რვა ქურდის მონა ვიცეპრემიერი კალაძე. დღეს ზუგდიდში თავი გამოიჩინეს გეგა გეგეშიძის ძმამ, ასევე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძემ, მისივე ბიძაშვილმა გიორგი (ჯიჯა) გიგაურმა, კალაძის უკვე სამტრედიისა და გარდაბნის არჩევნებიდან ცნობილმა პირადმა ზონდერმა კობა ტყეშელაშვილმა და ამ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა. ''
ამ და სხვა საკითხების, მათ შორის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებზე  შს სამინისტროს შესაძლო ზეწოლის შესახებ  მას გუშინ ჟურნალისტებმაც დაუსვეს კითხვა. 
,, აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ შს სამინისტრო ფედერაციის არჩევნებში ერევა'' – უპასუხა მან. – ჩემს  საქმიანობას ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით არანარი კავშირი არ აქვს.
“გამარჯვების იმედი რომ არ მქონდეს არც მივიღებდი მონაწილეობას. ჭიდაობის ოჯახი გადაწყვეტს ვინ იქნება ღირსეული კანდიდატი. რა შუაშია შსს ჭიდაობის ფედერაციასთან. მე ჭიდაობის ოჯახის ერთ-ერთი რიგითი წევრი ვარ. აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ შსს ერევა ფედერაციის არჩევნებში”, – განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

 
 
წინა სტატიაიყო და არა იყო რა… – მერიის საშობაო ზღაპარი ზუგდიდელებისათვის
შემდეგი სტატიაარსებობს თუ არა ტრამპთაუერის პროექტის გადარჩენის შანსი?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური