მთავარისიახლეებისაზოგადოებაიყო და არა იყო რა... – მერიის საშობაო ზღაპარი ზუგდიდელებისათვის

იყო და არა იყო რა… – მერიის საშობაო ზღაპარი ზუგდიდელებისათვის

Published on

ზუგდიდის საახალწლო მორთულობა სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანი გახდა. თუ აქამდე მოსახლეობა მოლოდინში იყო და ვარაუდობდა, რომ საეჭვო გემოვნების ბრჭყვიალა ბურთებს, რომელთაც ადრინდელი მორთულობა ჩაანაცვლეს, რამე შეემატებოდა, ახლა საქმეს ასეთი პირი აღარ უჩანს –    გუშინ, ბარბარობას დასრულდა საახალწლო განათების დამონტაჟების ბოლო ტრადიციული ზღვარი, ბურთები კი ისევ ობლად ქანაობენ ქარში.
,,ქალაქი ქალაქს აღარა ჰგავს, ეს განათება მიყრუებული სოფლისთვისაც კი მწირი იქნებოდა. თუ საქმე ბიუჯეტშია, საჯარო მოხელეებისათვის განკუთვნილი პრემიების მცირე ნაწილის დაზოგვაც იკმარებდა, რომ მოსახლეობის თვალი გაეხარებინათ. – ცხოვრება ისედაც გაჭირდა, ნუთუ ქუჩებშიც ვერ გაიხაროს კაცმა?  ''
,,შარშან ხუთი წლის წინანდელი, ოდესღაც მშვენიერი, მაგრამ მოუვლელობით უკვე ნახევრადგადამწვარი საახალწლო განათებები გვქონდა ზუგდიდში, მაშინ თავი იმართლა მერიამ დაგვაგვიანდა გამოსწორებაო. წელს საერთოდ ვერ მივხვდი, ქალაქის მორთვა საახალწლოდ დასრულდა უკვე? ''
,,ეს ხელოვნური ტიტები რამე ახალია? ახალი წელი მოდის თუ 8 მარტი? ბოძებზე გაკრული ეს მახინჯი ყვავილები რა უბედურებაა? რომელი ქოცის გემოვნებით მოირთო ქალაქი? '' 
,,მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილ საკმაოდ სოლიდურ თანხებზე ლაპარაკობს, კონცერტი და ფეიერვერკები კარგია, მაგრამ საახალწლო განათებას ვერ ჩაანაცვლებს, ან იქნებ ცაში გასროლილი მაშხალების დათვლა უფრო ძნელია და ამიტომ მიანიჭეს უპირატესობა? – ასე ბევრი რამ შეიძლება ჩამოიწეროს'' – წერენ სოციალურ ქსელში.
ფოტოზე აღბეჭდილი საახალწლო განათება ზუგდიდის ქუჩებში ძველია, ხუთი წლის წინანდელი. დღეს მისი კვალიც აღარ დარჩა და სამწუხაროდ, მოგონებად იქცა. 
 

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...