მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის საკრებულომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა

Published on

   თბილისის საკრებულომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი 31 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წარადგინა. ბიუჯეტის მოცულობა 801 302 000 ლარს შეადგენს. დავით ნარმანია საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტის ზრდას არ გამორიცხავს.2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათება. ასევე ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. ბიუჯეტის დამტკიცება საკრებულოში გარკვეული დისკუსიისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა, ძირითადად, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს შორის. საკრებულოს ოპოზიცია აცხადებდა, რომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი პროგრამული არ არის და მოსახლეობის ინტერესებს სრულად არ გამოხატავს. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...