მთავარისიახლეებიპოლიტიკარევაზ არველაძე - ფართო მოხმარების საგნებზე ფასები სერიოზულად გაიზარდა

რევაზ არველაძე – ფართო მოხმარების საგნებზე ფასები სერიოზულად გაიზარდა

Published on

არ შეიძლება არ შევხედოთ იმას, რომ ფართო მოხმარების საგნებზე სერიოზულად გაიზარდა ფასები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან შეკითხვით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს. დეპუტატის განცხადებით, ჯერ აქციზის გადასახადი არ არის გაზრდილი და ბენზინის ფასმა უკვე მოიმატა. „თქვენ ბრძანეთ, რომ ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქცია არის ფასების სტაბილურობა, ასევე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. როდესაც ლაპარაკი გვაქვს ფასების სტაბილურობაზე, არ შეიძლება არ შევხედოთ იმას, რომ, პრაქტიკულად, ფართო მოხმარების საგნებზე სერიოზულად გაიზარდა ფასები. არ ვიცი, თქვენ თითონ ხმარობთ თუ არა ბენზინს, მაგრამ თქვენს მძღოლს ჰკითხეთ, რა ღირდა, ჯერ აქციზი არ არის შემოსული და რა ღირს. ასევე სხვა მოხმარების საგნებზე ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. როდესაც გავდივარ და ჟურნალისტები მეკითხებიან – გაიზრდება თუ არა ტარიფები დენზე, ბუნებრივ გაზზე და ა.შ. მე ვპასუხობ, რომ დღესდღეობით, დღევანდლამდე და გუშინდლამდე ამის საშიშროება თითქოს არ არსებობს, მაგრამ კურსი თუ ასეთივე ტემპით წავიდა, ეს საშიშროება, რა თქმა უნდა, იარსებებს და დადგება მალე, ალბათ, იმის დრო, როდესაც ეს ფასების ცვლა უნდა მოხდეს. როგორც ბრძანეთ, ეროვნულმა ბანკმა ფასების სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს, ნამდვილად არ არის დღეს ფასები სტაბილური. სხვათაშორის, ბევრი მეგობარი, თუ ნაცნობი მეუბნება, რომ რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ლარის კურსის ასეთი მკვეთი ვარდნა ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს და სხვა დროსაც გარკვეულწილად არჩევნებთან იყო დაკავშირებული და ა.შ.“, – განაცხადა არველაძემ. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...