მთავარისიახლეებისაზოგადოებამარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა აღარ მოხდება

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა აღარ მოხდება

Published on

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა აღარ მოხდება, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხუციშვილმა განმარტა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტში ცვლილებები შევა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა, განბაჟების გადასახადის მატებასთან დაკავშირებით.რაც შეეხება პარლამენტის მიერ აღნიშნული პროექტის განხილვას, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ აღნიშნული პროექტის განხილვა განახლდება. ”ჩვენ მოგვიწევს ამ პროექტის გარკვეული მოდიფიკაცია იმიტომ, რომ ის შეეხებოდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებსაც. ფინანსთა სამინისტროს პროექტით, ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება და შესაბამისად, პროექტიდან რაღაცების ამოღება დაგვჭირდება. ჩვენი ინიციატივა იყო მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა, თუმცა ფინანსთა სამინისტროსგან შემოვიდა ინიციატივა, რომ მოხდეს აქციზის ზრდა. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ შეჩერდეს კატასტროფული ზრდა და შემცირდეს ავტომობილების საერთო რაოდენობაში მარჯვენასჭიანი ავტომანქანების ხვედრითი წილი. ეს შედეგი გარკვეულწილად მიიღწევა განბაჟების გაძვირებითაც. რადგან ორივე ინიციატივა ერთ მიზანს ისახავს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა. მისივე თქმით შსს ასევე მუშაობს იმაზე, რომ მომავალი წლიდან საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საგზაო მოძრაობის მოწესრიგება ტექნოლოგიებზე გადავიდეს.”ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ამაში დიდ როლს შეასრულებს. ახლა ვმუშაობთ ჭკვიანი კამერებისა და რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, რომლის პრეზენტაციაც 2017 წელს მოხდება”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...