მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჯანდაცვის ბიუჯეტში ახლა შეტანილი ცვლილებები არის უბრალოდ ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა " -...

“ჯანდაცვის ბიუჯეტში ახლა შეტანილი ცვლილებები არის უბრალოდ ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა ” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

Published on

“ჯანდაცვის ბიუჯეტში ახლა შეტანილი ცვლილებები არის უბრალოდ ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა იმიტომ, რომ უზარმაზარი დავალიანებები აქვს სამინსიტროს დაგროვილი საავადმყოფოების მიმართ, რაც ბუნებრივია იმაში აისახება, რომ მკურნალობა მუდმივად ძვირდება,“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განმარტებით ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინა ის 90 მილიონიანი დამატებით  მოთხოვნა.“35 მილიონი მანამდე დაემატა 40 მილიონი ახლა ემატება პლიუს 15 მილიონი ჯანდაცვის სამინისტრომ სხვა პროგრამებიდან გადმოიტანა იმისათვის, რომ   დაეკმაყოფილებინა ის 90 მილიონიანი დამატებით  მოთხოვნა, რომელიც წინასწარ იყო ცნობილი, რომ  დაახლოებით ასე იქნებოდა. მაშინ ფინანსთა სამინსიტროს წინადადება იყო, რომ ბიუჯეტის ეკონომიის და ხარჯეფექტიანობის ხარჯზე მოხდებოდა დამატება,“ – განცხადა ზოიძემ.

სიახლეები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. განცხადებაში საუბარია პოლიციის მხრიდან „უკანონო მითითებებზე“, რომელიც მშობლების...

ანი წითლიძე ნიკა მელიას მიმართავს

სანამ ციხეში ხარ. სათქმელი ბევრია — იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე საქართველოს მოქალაქეებს გაუგიათ ჩემგან...

ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას – EU განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე EU წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირის წარმომადგენლობაში...

ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ ვრცელ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში...