”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ნდობის ჯგუფში მათ კანდიდატად ირაკლი აბესაძე წარადგინა

0
376
   ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ნდობის ჯგუფში მათ კანდიდატად ირაკლი აბესაძე წარადგინა. აბესაძის კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა. ”გვაქვს საპარლამენტო უმცირესობის წარდგინება საპარლმენტო უმცირესობის კვოტით პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრად პარლამენტის წევრის ირაკლი აბესაძის წარდგენის შესახებ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პარლამენტის თავმჯდომარემ შესაბამის სუბიექტებს თხოვნით მიმართა, დღესვე წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატები. ნდობის ჯგუფი თავდაცვის კომიტეტის ფარგლებში იქმნება.ნდობის ჯგუფში ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილის კანდიდატურაცაა წარდგენილი. 
 
 
 
 
 
წინა სტატიადაიცავით ინსტრუქცია – მოარიდეთ პიროტექნიკას ბავშვები
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური