მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურაბ ჭიაბერაშვილი 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს

ზურაბ ჭიაბერაშვილი 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს

Published on

    საყოველთაო დაზღვევას 2016 წლის ბოლომდე 40 მილიონი ლარი დაემატება. 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის კომიტეტებზე განიხილავენ.საპარლამენტო უმცირესობა საყოველთაო დაზღვევის არაეფექტურ მუშაბოასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.„თანხა, რომელსაც უკანა რიცხვით ახლა "აპრავებენ," პრაქტიკულად დახარჯული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. უფრო მეტიც, 610  მილიონს როცა კენჭს უყრის მთავრობა, უკვე გადახარჯვა ექნება 610 მილიონზე,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.უმრავლესობა კი განმარტავს, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტში წლის ბოლოს თანხის დამატება მოქალაქეების მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის სიმრავლემ გამოიწვია.„მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროსი იყო დაახლოებით 90  მილიონით მეტი 2016 წლით ბიუჯეტში. მაშინ ამის საშუალება არ იყო და ითქვა, რომ დანახარჯების განვითარებასთან ერთად მოხდებოდა ეკონომიის ხარჯზე მერე უკვე დამატება ამ თანხების. უნდა მოხდეს ამ თანხების გადანაწილება დაახლოებით 40 მილიონის ჯანდაცვის ბიუჯეტში,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...