მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია იმართება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია იმართება

Published on

    საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით დღეს პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია იმართება .პრეზიდენტის ინიციატივის მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების სექტორის ფართო წრეების წარმომადგენლებს ინკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართებაში. დისკუსიის ძირითადი თემები იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნვეყლოფაში საქართველოს როლი და ევრო-ატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები და მათთან ერთობლივად განმკლავების გზები.
   თბილისის სტრატეგიული დისკუსიების პირველ ღონისძიებას გახსნიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი.სტრატეგიულ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უშიშროების სექტორის 100-მდე ქართველი და საერთაშორისო ექსპერტი, მათ შორის ყოფილი და მოქმედი მაღალი რანგის პოლიტიკოსები – ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალჯურანდი, რუმინეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის ეროვნული უშიშროების საბჭოების აპარატების წარმომადგენლები, ასევე, ნატოს წევრი-ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.დისკუსიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილისა და რუმინეთის რესპუბლიკის თავდაცვის უმაღლესი ეროვნული საბჭოს მდივნის მიხაი სომორდოლეას ერთობლივი ბრიფინგი.საღამოს საქართველოს პრეზიდენტი უმასპინძლებს ღონისძიების შემაჯამებელი სამუშაო სადილს.
 

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...