მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთელი მონადირეები არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ

ფოთელი მონადირეები არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ

Published on

ფოთელი მონადირეები ნადირობის სეზონზე არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების და ნადირობის უფლება ეზღუდებათ. კერძოდ, ისინი ყვებიან, რომ მათ პალიასტომის ტბის გავლით, იარაღის თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში გადატანა და იმ ადგილებამდე მიტანა, სადაც ნადირობაა ნებადართული, ეკრძალებათ. სანადირო ტერიტორიებზე მოხვედრა ეროვნული პარკის გავლის გარეშე შეუძლებელია. მონადირეები განმარტავენ, რომ გადამფრენი ფრინველები სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბუდობენ. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ამ შეზღუდვებს საკანონმდებლო რეგულაციებით ხსნის.  
დღეს მონადირეთა კავშირის წარმომადგენლები და მონადირეები ფოთის მერს ირაკლი კაკულიას შეხვდნენ და მისგან შუამდგომლობის პირობა მიიღეს.
ირაკლი კაკულია მონადირეებს დახმარებას დაპირდა და განუცხადა, რომ მათ ყველა პრობლემას შესაბამის ორგანოებს გააცნობს.
 
 
 
 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...