მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილი: " მიუხედავად სოციალური ფონისა ქვეყანა იმყოფება ძალიან კარგ პირობებში"

გიორგი კვირიკაშვილი: ” მიუხედავად სოციალური ფონისა ქვეყანა იმყოფება ძალიან კარგ პირობებში”

Published on

   მიუხედავად სოციალური ფონისა ქვეყანა იმყოფება ძალიან კარგ პირობებში-ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.პრემიერი მთავრობის სხდომაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს გამოეხმაურა.
  „2012 წლის შემდეგ ქართული ლარი გაუფასურებულია, დაახლოებით 60-დან 65 %-მდე ფარგლებში. ეს არ არის კარგი, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ  საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და მიუხედავად იმ სოციალური ფონისა, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა ცხოვრობს, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების გეგმებზე. ჩვენ გვჭირდება იმ მიმართულებებზე მეტი აქცენტების გაკეთება, რომლებსაც შეუძლია მეტი სავალუტო შემოსავლების გენერირება,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
 

სიახლეები

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...