მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ თანამშრომლებს ჩაცმისა და მაკიაჟის სტანდარტები დაუწესა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ თანამშრომლებს ჩაცმისა და მაკიაჟის სტანდარტები დაუწესა

Published on

   ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ თანამშრომლებს ჩაცმისა და მაკიაჟის სტანდარტები დაუწესა.აღნიშული ბრძანების თანახმად, რომელსაც ხელი 7 დეკემბერს მოეწერა, ზუგდიდი მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს ეკრძალებათ სამსახურში ტანზე მომდგარი შარვლისა და კაბის ჩაცმა, ასევე ღრმად დეკოლტირებული და წითელი ზონარის მქონე ტანსაცმლი ტარება."მომსახურე ვალდებულია სამუშაო დღეებში მიმართავდეს ჩაცმულობის საქმიან სტილს, ჰქონდეს მოწესრიგებული იერსახე და ატაროს საქმიანი გარემოსათვის შესაფერისი სამოსი, სამსახურეობრივი მოვალეობა განახორციელოს მოწესრიგებული ჩაცმულობით, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების შესაბამისად.სამსახურში მისაღებია კლასიკური შარვლის, შავი ჯინსის, კლასიკური კაბის – ქვედაბოლოს (მინიმალური სიგრძე 3-4 სანტიმეტრი მუხლის თავიდან), პერანგისა და პიჯაკის ჩაცმა.დაუშვებელია თანამშრომელი სამსახურში გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბით თუ ქვედაბოლოთი, ღრმად დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წითელი ზონარის მქონე ტანსაცმლით.ასევე, დაუშვებელია სამსახურში მკვეთრი მაკიაჟითა და არასტანდარტული თმის ვარცხნილობით გამოცხადება.მოხელეები და თანამდებობის პირები, რომლებსაც სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურად უწევთ მოქალაქეებთან, ოფიციალურ პირებთან და სხვა დაწესებულებებთან ურთიერთობა, ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან ჩაცმის კლასიკური სტილი.იმ მოხელის მიმართ, რომელიც ამ მუხლით განსაზღვრული ჩაცმის სტილის დარღვევით გამოცხადდება სამსახურში, გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
 
 
 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...