მთავარისიახლეებიპოლიტიკაშავი ზღვის სანაპიროზე ამაღამ 4-6 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი

შავი ზღვის სანაპიროზე ამაღამ 4-6 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი

Published on

   შავი ზღვის სანაპიროზე ამაღამ 4-6 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. შტორმული სიტუაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.უფრო კონკრეტულად, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ღამით ზღვაზე 4-6 ბალი შენარჩუნდება, 16 დეკემბერს ზღვის ღელვა 3 ბალამდე დაიკლებს, 17-ში კი კვლავ მოსალოდნელია შტორმული სიტუაციის შექმნა და 4-6 ბალი.რაც შეეხება ამინდის პროგნოზს მთლიან საქართველოში, 17 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ყველგან თოვაა ნავარაუდევი. „ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან უფრო ინტენსიურად გავრცელდება, რის გამოც, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი. ხვალ დღისით, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსიობა დაიკლებს“, – განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
 
 
 

სიახლეები

ყაჩაღობა მარტვილში – წაიღეს დიდი ოდენობით თანხა

ყაჩაღობა მარტვილში - ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოქალაქეს დიდი ოდენობით თანხა...

რუსული შეტევა ოდესაზე: 13 დაშავებულიდან ორი ბავშვია

რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესაზე დრონების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 13 ადამიანი...

უკრაინაში დაცემული ორი მებრძოლიდან ერთს ზუგდიდში, ხუთშაბათს დაკრძალავენ

საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს უკრაინაში სხვადასხვა დროს გმირულად დაცემული დათო ღოღაძისა და ბაჩო ბებიას ცხედრები. ბაჩოს...

ზუგდიდში “ალარნაშ დღა/თანადგომის დღე” გაიმართა

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ სლოგანით ზუგდიდში, სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქცია და მსვლელობა...