მთავარისიახლეებიპოლიტიკააქცია ზუგდიდის ცენტრში ნიკა ჩერქეზიშვილის მხარდასაჭერად

აქცია ზუგდიდის ცენტრში ნიკა ჩერქეზიშვილის მხარდასაჭერად

Published on

   ზუგდიდის ცენტრში ნიკა ლაშხიამ და როსტომ ზარანდიამ თბილისელი პოეტის ნიკა ჩერქეზიშვილის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია მოაწყვეს , რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტოდან გიორგი კვირიკაშვილის მინისტრობის დროს გაათავისუფლეს.მან კანცელარიის  წინ შიმშილობა დაიწყო.აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს საზოგადოებას მხარი დაგვიჭირონ ნიკა ჩერქეზიშვილს, რათა  მისი გაუსაძლისი ყოფა შეაჩერონ.ნიკა ჩერქეზიშვილმა 11 დეკემბერს დაიწყო აქცია მთავრობის კანცელარიასთან. ის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს და აღდგენას ითხოვს. ჩერქეზიშვილი 2015 წლის 30 ოქტომბერამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად, 6 თვის გამოსაცდელი ვადით მუშაობდა. 30 ოქტომბერს ის გაათავისუფლეს და მიზეზად დაასახელეს, რომ არის არაკომპეტენტური და კონფლიქტური. ნიკა ამბობს, რომ ამ 6 თვის განმავლობაში არცერთი შენიშვნა არ მიუღია, ამიტომ მისი გათავისუფლება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი იყო. ნიკა ჩერქეზიშვილმა სასამართლოს ერთი წლის წინ მიმართა. სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამიტომ, მან პროტესტის სხვა გზას მიმართა.
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...