ზუგდიდის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 42 260 ლარს გამოყოფს

0
372
ზუგდიდის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სავარაუდოდ 42 260 ლარის დახარჯავს გეგმავს.
მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ცნობით,  31 დეკემბრის ღამეს საახალწლო კონცერტია დაგეგმილი. საამისოდ მოეწყობა სცენა ღია ცის ქვეშ, რითვისაც, სავარაუდოდ, 30 000 ლარი დაიხარჯება. საათნახევრიან კონცერტზე   წარდგება ორი მუსიკალური ჯგუფი, თითოეული -45 წუთიანი რეპერტუარით  ( ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათთვის გამოიყოფა   7 200 ლარი, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კინცერტის მონაწილეთა  შერჩევა მოხდება  პოპ-სოულის ჟანრის სიმღერების შესრულებაში მიღწეული წარმატებებისა და მინიმუმ 15-წლიანი გამოცდილების ნიშნით, ამასთან მუსიკალურ ჯგუფს  მინიმუმ ერთი ალბომი მაინც  უნდა ჰქონდეს გამოცემული.
საახალწლო ღონისძიებისთვის მერია  5 060 ლარის ღირებულების ფეთქებად ნივთიერებებსა და ფეიერვერკს   შეიძენს, მომსახურების შესყიდვა  მოხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გზით –  გამარჯვებული კომპანიის  ვინაობა 3 დღეში  უნდა გახდეს ცნობილი.
 
 
წინა სტატია„ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) -მა ზუგდიდში საგრანტო კონკურსი გამოაცხადა
შემდეგი სტატიაზუგდიდის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გაიმართა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის გრანტების პროგრამის პრეზენტაცია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური