მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ნიშნით მიმდინარეობს ოპტიმიზაცია ენმ – ში?

რა ნიშნით მიმდინარეობს ოპტიმიზაცია ენმ – ში?

Published on

 ჩიორა თაქთაქიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "შიდადემოკრატიის" სახელით მოქმედმა ენმ-ს მმართველმა გუნდმა შემცირებაში მოაყოლა  ადამიანები , რომლებიც ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას.
მათ შორის არიან : კობა ხაბაზი – თავისუფალი ზონის დამფუძნებელი და ენმ-ს რეგიონული დეპარტამენტის გურიის კოორდინატორი,
გოგა ონიანი – ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, პარტიის აქტივისტების ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებზე,
ზურაბ ცერცვაძე – საჩხერეში (!!!!!) ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი და რეგიონული დეპარტამენტის იმერეთის კოორდინატორი,
გიორგი (ჯეო) ხურცილავა – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, რეგიონული დეპარტამენტის ქვემო-ქართლის კოორდინატორი,
ვაჟა წოწკოლაური – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, ფრაქციის აპარატის უფროსი და მცხეთა-მთიანეთში წარმომადგენელი,
გიორგი ბაბაკიშვილი – ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, მოიგო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების არაერთი სკანდალური საქმე.
დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი უხელფასოდაც ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. მაგრამ სირცხვილია! ძალიან დიდი სირცხვილი!“ – წერს ჩიორა თაქთაქიშვილი. 
სოციალურ ქსელში მმართველი რგოლის მიერ გახორციელებულ ამ ,,ოპტიმიზაციას'' მწვავე კრიტიკით ეხმაურებიან:  ,,ხალხი ფრაქციული ნიშნით გაანთავისუფლეს. ანუ ვინც მათთან ოპოზიციაში იყო. და ესაა დემოკრატია? '' 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...