მთავარისიახლეებისაზოგადოებაგრიპის ვირუსი - საგანგებო ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში

გრიპის ვირუსი – საგანგებო ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში

Published on

სასწავლო დაწესებულებებში ხვალიდან სტანდარტული პროტოკოლი ამოქმედება, თუ ბავშვების არდასწრება 40%-ზე მეტი იქნება, დაწესებულება სამი დღით დაიკეტება – ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გამართულ  სპეციალური ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგი გრიპის ვირუსის გავრცელებასა და ეპიდემიოლოგიური ვითარებას მიეძღვნა.
მინისტრის განცხადებით, ეს არ არის ეპიდემია, მას თავისი მახასიათებელი აქვს, 500-ზე მეტი დაავადებულია 100 ათას მოსახლეზე, ახლა კი 254 ფიქსირდება. თუმცა იმის გამო, რომ მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსხურებში გაიზარდა, პროტოკოლი ამოქმედდება. 
დავით სერგეენკის თქმით, გუშინ სასწრაფო დახმარების 550 გამოძახება დაფიქსირდა, რომელზე რეაგირებაც ვერ მოხერხდა, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროტოკოლი გააქტიუროს. 
სერგეენკოს თქმით, დღესვე ახალი სადისპეტჩერო შეიქმნება, სადაც გრიპის ჩივილების მქონე გამოძახებები გადამისამართდება და ამ დაავადებების მართვას ოჯახის ექიმები განახორციელებენ. სერგეენკოს თქმით, ასევე გაიხსნება დამატებითი საოჯახო ცენტრები.
ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მიმართა, რომ გრიპის სიმპტომებისას სასწრაფოს ნაცვლად, ოჯახის ექიმს მიმართონ.
 
 
 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...