მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი აბაშიშვილი:" საკონსტიტუციო კომისიას დაბალი ლეგიტიმაცია გააჩნია"

გიორგი აბაშიშვილი:” საკონსტიტუციო კომისიას დაბალი ლეგიტიმაცია გააჩნია”

Published on

   კითხვის ნიშნები არსებობს ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე, ერთეულ პიროვნებაზე მორგებულ ინიციატივებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ცხადია, გაგვიჭირდება და თავს შევიკავებთ ამ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობისგან, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო გათვალისწინებული ყოფილიყო ის რეკომენდაციები, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი გასცემდნენ. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიას, მიუხედავად პოლიტიკური მნიშვნელობისა, დაბალი ლეგიტიმაცია გააჩნია.

   ”საკონსტიტუციო კომისია თავისი არსით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა განხორციელდეს გარკვეული ცვლილებები კონსტიტუციაში, მაგრამ ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ არც საქართველოს კონსტიტუცია და არც ერთი ნორმატიული აქტი, თავისი არსით არ იცნობს საკონსტიტუციო კომისიას. ეს კომისია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივა და, შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ როდესაც ხდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივის გაჟღერება, მთავარი ამოსავალია, მაღალი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისიას უნდა ჰქონოდა ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, ძალიან ფართო კონსენსუსი, ვინაიდან ეს არ არის უბრალოდ რამე ტიპის საკითხის გადახედვა, არამედ ეს არის კონსტიტუციის გადახედვა, რომელიც შეეხება თითოეულ მოქალაქეს. ის უნდა სარგებობდეს ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით. ამის შესახებ საუბარი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, სადაც ნახსენები იყო ფართო კონსენსუსი და ლეგიტიმაცია. ასევე იყო პრეზიდენტის ინიციატივა, რომ ყოფილიყო სამი თანათავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ვენეციის კომისიის ფართო ჩართულობით უზრუნველყოფილი და შექმნილი, რაც უზრუნველყოფდა ფართო ლეგიტიმაციას. სამწუხაროდ, ეს ასე ვერ მოხდა, რაც ძალიან დასანანია. კითხვის ნიშნები არსებობს ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე, ერთეულ პიროვნებაზე მორგებულ ინიციატივებთან დაკავშირებით. ამიტომ ცხადია, გაგვიჭირდება და თავს შევიკავებთ ამ, საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობისგან”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

 
 

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...