მთავარისიახლეებიპოლიტიკა"უნდობლობას ვუცხადებთ პოლიტსაბჭოში ჩვენს წარმომადგენლობას და ამიტომაც ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებში თავად ჩავერთვებით"-...

“უნდობლობას ვუცხადებთ პოლიტსაბჭოში ჩვენს წარმომადგენლობას და ამიტომაც ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებში თავად ჩავერთვებით”- ანა წითლიძე (Video)

Published on

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში დღეს პარტიის სამუშაო შევედრა გაიმართა. დახურულ კარს მიღმა პარტიის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს, მათგან უმთავრესი, როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, მათ კითხვები ქონდათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელო ზემო- სვანეთის კოორდინატორ თენგიზ გუნავასთან, რომელმაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა."უნდობლობას ვუცხადებთ პოლიტსაბჭოში ჩვენს წარმომადგენლობას.ჩვენ თვითონვე მივიღებთ მონაწილეობას როგორც ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებში, ასევე დელეგატების შერჩევაში, იმისთვის, რომ 20 იანვარს გაიმარჯვოს შიდადემოკრატიამ პარტიაში"- განაცხადა პარტიის წევრმა ანა წითლიძემ.პარტიის წევრები და მხარდამჭერები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეუცვლელი ლიდერია და ემიჯნებიან თენგიზ გუნავას, რომელმაც  პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც თბილისში 30 ნოემბერს ჩატარდა, მხარი არ დაუჭირა  მიხელ სააკაშვილის პროექტს. პოლიტსაბჭოზე სააკაშვილის პროექტმა გაიმარჯვა, საბჭოს გადაწყვეტილებით  პარტია 20 იანვარს ფართომასშტაბიანი ყრილობისთვის ემზადება, ასევე პარტიის თავმჯდომარის პოსტი დარჩება კვლავ ვაკანტური.თენგიზ გუნავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი უდაოდ დიდი პოლიტიკოსია, თუმცა მას დღეს დევნილობის გამო არა აქვს საშუალება უხელმძღვანელოს პარტიას."ფაქტია რომ გაიმარჯვა  სააკაშვილის პროექტმა და ვემზადებით ყრილობისთვის. ეს ჩვეულებრივი შიდაპარტიული პროცესია"- განაცხადა თენგიზ გუნავამ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...