მთავარისიახლეებიინტერვიუ"უნდობლობას ვუცხადებთ პოლიტსაბჭოში ჩვენს წარმომადგენლობას და ამიტომაც ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებში თავად ჩავერთვებით"-...

“უნდობლობას ვუცხადებთ პოლიტსაბჭოში ჩვენს წარმომადგენლობას და ამიტომაც ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებში თავად ჩავერთვებით”- ანა წითლიძე (Video)

Published on

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში დღეს პარტიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დახურულ კარს მიღმა პარტიის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს, მათგან უმთავრესი ის იყო,რომ  როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, მათ პირადად მოითხოვეს შეხვედრა, რადგან  კითხვები ქონდათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორ თენგიზ გუნავასთან, რომელმაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. პარტიის წევრები და მხარდამჭერები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეუცვლელი ლიდერია და ემიჯნებიან თენგიზ გუნავას, რომელმაც  პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც თბილისში 30 ნოემბერს ჩატარდა, მხარი არ დაუჭირა  მიხეილ სააკაშვილის პროექტს. პოლიტსაბჭოზე სააკაშვილის პროექტმა გაიმარჯვა, საბჭოს გადაწყვეტილებით  პარტია 20 იანვარს ფართომასშტაბიანი ყრილობისთვის ემზადება, ასევე პარტიის თავმჯდომარის პოსტი დარჩება კვლავ ვაკანტური.თენგიზ გუნავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი უდაოდ დიდი პოლიტიკოსია, თუმცა მას დღეს დევნილობის გამო არა აქვს საშუალება უხელმძღვანელოს პარტიას. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა უნდობლობა გამოუცხადეს პოლიტსაბჭოში სმეგრელოს წარმომადგენლობას. ისინი ამბობენ, რომ ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებში თავად მიიღებენ მონაწილეობას.
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...