მთავარისიახლეებიპოლიტიკათამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილს არავინ ემიჯნება. აბა...

თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილს არავინ ემიჯნება. აბა ის შავი კაცი ( ქალი) ვინ იყო?

Published on

„ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს პარტიაში არავინ ემიჯნება და მისთვის  მიხეილ სააკაშვილი უფრო ლიდერია, ვიდრე დავით ბაქრაძე.თუმცა, მისი თქმით, სოციოლოგიური კვლევებით, საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილზე მეტად დავით ბაქრაძე მოწონს. 
„ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი უფრო ლიდერია, ვიდრე დავით ბაქრაძე. მაგრამ ჩვენ არ ვართ ამომრჩევლის გემოვნების განმსაზღვრელი. ამისთვის არსებობს სოციოლოგია, რომელსაც ეყრდნობა შემდეგ პოლიტიკა. 
სოციოლოგიური კვლევებით, მიხეილ სააკაშვილს 2% აქვს, დავით ბაქრაძეს 15%. მე ახლა ყველაზე მეტად ჩემი ქმარი მომწონს, მაგრამ ხომ ვიცი ჩემ ქმარს რისი შესაძლებლობა აქვს და რისი არა“.
 
ჩერგოლეიშვილის თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი წარმატება თუ წარუმატებლობა, მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირდება, რადგან ის არის პარტიის სიმბოლო. ' – განაცხადა ჩერგოლიშვილმა- მიხეილ სააკაშვილის მასშტაბის ადამიანის ადგილს პარტიაში განსაზღვრავს თანამდებობა? ეს ხომ მისი დაკნინებაა? ის არის სიმბოლო, მისი როლი ყოველთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ პარტიისთვის, ამ პარტიის წარმატებაც და წარუმატებლობაც ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირდება. ეს არის მოცემულობა, რადგან ის არის ბრენდი.
 
„მიხელ სააკაშვილის გარეშეა ეს პარტია, სააკაშვილი არ არის თავმჯდომარე. თავმჯდომარეობა რაში უშლის ხელს, რომ დისტანციურ ლიდერად დარჩეს, სკამზეა დამოკიდებული?“, – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.- რეალურად არავინ არ ცდილობს მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირებას, პირიქით, არავინ არ ემიჯნება წარსულს, რადგან ყველანაირი წარმატება მომავალში… წარსული არის ამ გუნდის სიმდიდრე, რადგან მათ აქვთ დაშვებული შეცდომები, რომელიც უნდა გაიაზრონ და აღარ გაიმეორონ, საკუთარი შეცდომით შეუძლიათ, რომ ისწავლონ. აქვთ უზარმაზარი წარმატება, რომლის კაპიტალიზებაც უნდა მოახერხონ, სულელის გარდა მიხეილ სააკაშვილს არ გაემიჯნება არავინ“, – განაცხადა მან. 
 
,,საკენკი – საკენკად, ირონია –  ირონიად, მაგრამ თავმჯდომარის საკითხსაც ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გადაწყვეტს''  ( ამონარიდი სოციალური ქსელიდან).. 
 
 
 
.
 
 
 

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...