მთავარისიახლეებიმსოფლიოპრეზიდენტის სამძიმარი თურქ ხალხს

პრეზიდენტის სამძიმარი თურქ ხალხს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  სტამბოლში მომხდარი ორი აფეთქების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. 
 
”საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის ასეთ სასტიკ გამოვლინებას და კვლავ განაგრძობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – ნათქვამია   გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
 
სტამბოლში გუშინ განხორციელებული ორმაგი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 30 სამართალდამცავია. მომხდარისათვის  პასუხისმგებლობა ქურთების დაჯგუფება ,,თავისუფლების ქორებმა'' აიღეს. ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მათ აღიარეს თავდასხმის განხორციელება და დაადასტურეს, რომ მათი 2 მებრძოლიც დაიღუპა. დაჯგუფება ქურთების მუშათა პარტიას რამდენიმე წლის წინ გამოეყო და დამოუკიდებელ ჯგუფს წარმოადგენს.
 
თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო გლოვაა გამოცხადებული. სტამბოლის მოსახლეობა ტერორისტულ აქტს გმობს და აცხადებს, რომ ტერორისტები მიზანს ვერ მიაღწეევენ.
 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...