მთავარისიახლეებიპოლიტიკაგანსაკუთრებული საჭიროებების შემთხვევების დაფინანსება - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაცვლად

განსაკუთრებული საჭიროებების შემთხვევების დაფინანსება – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაცვლად

Published on

ემუქრება თუ არა საფრთხე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და , მით უმეტეს, გაუქმდება თუ არა იგი? ოპოზიციური საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, აგრეთვე ექსპერტების საგრძნობი ნაწილი თვლის, რომ, თუ ხელისუფლებამ მომავალი წლის ბიუჯეტში უცვლელი დატოვა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამისათვის გამოყოფილი დაფინანსება, რომელიც, მაგალითად, თბილისის ბიუჯეტში 30,5 მილიონი დოლარით არის შემცირბული წლდევანცელთან შედარებით, საყოველთაო ჯანდაცვისგან მხოლოდ სახელი დარჩება.
პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ნულია და სისტემა რომ არ აფეთქდეს, წლის ბოლომდე პროგრამას დაახლოებით 40 მლნ ლარის დამატება სჭირდება.
როგორც ჭიაბერაშვილმა განმარტა, 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 570 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც არის 100 მლნ ლარით მეტი, ვიდრე 2015 წელს დაიგეგმა. მისივე თქმით, პროგრამაზე 35 მლნ ლარის დამატება წელს უკვე მოხდა და პროგრამის წლიური ბიუჯეტი 605 მლნ ლარი გახდა, მაგრამ 9 დეკემბრის მონაცემებით, ეს 605 მლნ ლარი მთლიანად გაიხარჯა.
 

 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ  ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, რადგან საჭიროების შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები და არც ერთი პაციენტი მომსახურების გარეშე არ დარჩება.
 
”რაც შეეხება ზოგადად პროგრამის მიმდინარეობას, უკვე დაწყებულია რეფორმის მეორე ეტაპი, რასაც მომავალი წლიდან გარკეული ცვლილებები მოჰყვება. პროგრამა კიდევ უფრო დაიხვეწება და პაციენტების საჭიროებებზე ორიენტირებული გახდება. მისი ერთ- ერთი ნაწილია კლინიკების სელექციური კონტრაქტირება, რომლის დეტალებზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს”, – აცხადებენ სამინისტროში. თუმცა მაინც ვერ აკონკრეტებენ, რას ნიშნავს განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევა და რა კავშირი აქვს მას საყოველთაო ჯანდაცვასთან, თუკი სხვა კატეგორიებს არ შეეხება. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...