სახელმწიფო დაცვის ყოფილი უფროსი სახელმწიფოს მის მიმართ ბინძური კამპანიის წამოწყებაში ადანაშაულებს

0
418
რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ზუგდიდში თემურ უბირიას სახლს ქვები დაუშინეს. უბირია,რომელიც კასრების საქმეზეა გასამართლებული,დედის მანონი ჩხეტიას თქმით ზეწოლის მსხვერპლია.ჩხეტიას ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანია "იბერიამ" გავრცელა, დასახელებულია რამდენიმე მაღალჩინოსნის გვარი,მათ შორია ერთ-ერთი პოლიციელის თემურ ჯანაშიას გვარიც ფიგურირებს, ჩხეტია ამბობს,რომ ჯანაშია მის შვილს ტაქსის ფულს 5_10 ლარს უხდიდა ბინძური საქმეების შესასრულებლად.ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს სახელმწიგო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი.ჯანაშიამ განმარტა,რომ ის არიცნობს თემურ უბირიას და შესაბამისად საქმესთან კსვშირიც არა აქვს.ასევე უბირიას დედის ინტერვიუ გაავრცელა სააგენტო smoge.org, მანონი ჩხეტია ამ ინტერვიუში ხაზგასმით ამბობს, რომ ეს ჯანაშია არის ადგილობრივი სამხარეო პოლიციის თანამშრომელი და არა სახემწიფო დაცვსი სამსახურის ყოფილი უფროსი. ,, პიჯაკების და თაიგულის საქმე ხომ სრული აბსურდია, მაგრამ დღეს პროკურატურამ და სუს- მა ტელეკომპანია იბერიის მეშვეობით ისეთი ბინძური თამაში წამოიწყო სასაცილოც აღარ არის. ვინმე უბირიას (მსჯავრდებული ყოფილა ე.წ. კასრების საქმეზე) დედა იძახის თემურ ჯანაშია აძლევდა ჩემს შვილს ფულსო. ტვ იბერიამ ,,რატომღაც" გადაწყვიტა, რომ ამ ხნიერი ქალის მიერ ნახსენები თემურ ჯანაშია მე ვარ, მაშინ როცა უამრავი თემურ (თემო, თეიმურაზ) ჯანაშია დადის მზის ქვეშ :)) მირეკავს ჟურნალისტი და კომენტარს მთხოვს, სასაცილოა ! ამავე წარმატებით შეიძლება ეკითხათ, ლარი როგორ გავაუფასურე ანდაც ჟირაფების რაოდენობის შემცირებასთან რა კავშირი მაქვს სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილი !!! "- წერს სახელმწიფო დაცვის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია და ტელეკომპანია "იბერიის" მხრიდან არაობიექტურ, არგუმენტსა და ფაქტებს მოკლებული ინფორმაციის გავცელებაზე საუბრობს.

 

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: ,,უკრაინის ეკონომიკას შეუძლია 20 წელიწადში მსოფლიოს ეკონომიკის ლიდერთა ოცეულში შევიდეს, თუკი…”
შემდეგი სტატიახელისუფლება გენერალ თემურ ჯანაშიასთან ბრძოლას არ იშლის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური