უკრაინის ეკონომიკა 20 წელიწადში მსოფლიოს ეკონომიკის ლიდერთა ოცეულში შევა – გამოცემა ,,Бизнес УА’’ მედია პროექტის ,,ბიზნეს–ექსპერტები“ ფარგლებში აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს ექსპრეზიდენტთან, უკრაინის ახალი პოლიტიკური პარტიის ,,ახალი ძალების მოძრაობა’’ ლიდერთან მიხეილ სააკაშვილთან.
თუ ეკონომიკის განვითარება იმგვარად გაგრძელდა, როგორც დღეს არის – ( საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების თანახმად– მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ან სტაგნაცია 1% – ით) – ქვეყანა ჩამოიშლება, ხოლო თუნდაც გამართლდეს ახლანდელი ხელისფლების ოპტიმისტური პროგნოზი – 3–4 % , ჩვენ იმ დონესაც, რომელიც იანუკოვიჩის დროს გვქონდა, მხოლოდ მაქსიმუმ 15 წელიწადში მივაღწევთ. მაგრამ, თუ განვახორციელეთ რეფორმები, რისთვისაც ვიბრძვით, უკრაინას, ჩინეთისა და თურქეთის მსგავსად, მინიმუმ ათ წელიწადში ზრდის ორციფრიანი მაჩვენებელი ექნება, 20 წელიწადში კი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ოცეულში შევა – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
საუბარია საკვანძო რეფორმებზე – რეგულაციების 80 % –ის გაუქმება, სახელმწიფო აპარატის ორჯერ შემცირება, გადასახადების განახევრება, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია და მიწის ნამდვილი ბაზრის შექმნა – გამჭვირვალედ, მაგრამ მიწის დაპატრონების შეზღუდვით ოლიგარქებისა და ლატიფუნდისტებისთვის. ამ პირობების შესრულება მხოლოდ ახალ პოლიტიკურ კლასს ხელეწიფება. უკრაინაში გაცილებით უკეთესი სასტარტო პირობებია, ვიდრე იგივე თურქეთში ოზალის (თურქეთის მერვე პრეზიდენტი – რედაქციის შენიშვნა) დროს და ჩინეთში. ჩვენ ევროპის ჩინეთი ვართ – ძალიან შრომისმოყვარე ხალხით, ადამიანებით, რომელთაც უყვართ და შეუძლიათ ყველაფრის საკუთარი ხელით კეთება; ინოვაციური საზოგადოება და შესანიშნავი გეოგრაფიული მდებარეობა – ამ საზოგადოებას უბრალოდ უნდა მისცე თვითრეალიზაციის შესაძლებლობა.
უკრაინა მეტისმეტად იყო დამოკიდებული ინდუსტრიულ აღმოსავლეთზე და ამ დამოკიდებულებამ მას ბევრი უარყოფთი შედეგი მოუტანა, მათ შორის დამოკიდებულება სახელმწიფო სუბსიდიებზე, რუსულ გაზზე ფასებით მანიპულირება, მასშტაბური ოლიგარქიზაცია და კორუფცია. დღევანდელ სამყაროში სხვა ფაქტორები მოქმედებს – ლოჯისტიკა, ტურიზმი, ბრენდი და წარუვალი მნიშვნელობის სოფლის მეურნეობა. ეს ფაქტორები ნაკლებად არის დამოკიდებული ფოლადსა და სხვა ბუნებებრივ რესურსებზე არსებული ფასების ფლუქტუაციაზე . ამ თვალსაზრისით, უკრაინას მშვიდად შეუძლია მოახდინოს დივერსიფიცირება. მაგალითად, ქვეყნის სამხრეთში, სადაც მე ვმუშაობდი, არის შესანიშნავი სავაჭრო პოტენციალი, კარგი სამზარეულო. სად წავა ინვესტორი? რა თქმა უნდა იქ, სადაც არის კარგი სამზარეულო – ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ბუნებრივი სიმდიდრე.
უკრაინაში უამრავია წყარო, საიდანაც შეიძლება დაიწყოს ეკონომიკის ზრდა – შესაბამისად, ხელისუფლებას უფრო ფართო თვალთახედვის გამოვლინება მართებს.
ამჟამინდელ პირობებში კი იგი ვერაფრით მიიზიდავს ინვესტორებს – ძალიან მაღალია კორუფციის დონე: უნდა არსებობდეს მოგების მიღების შესაძლებლობა – არავინ ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც მოგების მიღება შეუძლებელია.
ამასთან წესები მარტივი და ყველასათვის გასაგები უნდა გახდეს, გადამეტებული შემზღუდველი რეგულაციების გარეშე. საგადასახადო კოდექსი 5–6–ჯერ უფრო მოკლე და გასაგები უნდა იყოს, ხოლო გადასახადები დაბალი. მაშინ კაპიტალი წამოვა, მაგრამ მმართველებს ეკონომიკის ვარდნაზე პარაზიტირება სურთ.
ვფიქრობ, უკრაინელები მომავალ არჩევნებში ხმას მისცემენ ახალ ადამიანებს, რომელნიც არ არიან გასვრილნი კორუფციულ სქემებში მონაწილეობით. მე უკვე მქონდა საუბარი რამდენიმე ათას ასეთ ადამიანთან, ჯერ მარტო ჩვენს მოძრაობაში დარეგისტრირდა 25 ათასზე მეტი ადამიანი, როგორც თვისობრივად ახალი მოძრაობის აქტივისტი. ჩემთვის ძალზე შთამბეჭდავი ამოჩნდა მათი თვისებები და ჩემს მოვალეობად ვთვლი მოვიყვანო ისინი ხელისუფლებაში – თავიანთი დონით ისინი გაცილებით მაღლა დგანან მათზე, ვისთანაც კი მქონია ურთიერთობა ამ ხელისუფლებაში. თუ ვილაპარაკებთ ვადამდელ არჩევნებზე, ახლანდელი რადისა და მთავრობის ყოველი ახალი დღე უკრაინას დიდ დანაკარგებად უჯდება. ამგვარი სტატუს–კვო მომაკვდინებელია ქვეყნისთვის და სახელმწიფოებრობის დაკარგვით ემუქრება მას.
ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ ამის თავიდან აცილებისთვის, ჩვენთვის არ არსებობს შაბათი და კვირა – დასვენების დღეები, საათნახევრიან შეხვედრებს ვატარებთ პროფესიონალებთან: წარმატებულ მეწარმეებთან, ინტელექტუალებთან, პროფესორებთან, პატრიოტებთან, მოხალისეებთან, ატო–ს ვეტრანებთან. მე არსად მინახავს ასე მაღალი თვისებების მატარებელი ამდენი ადამიანი ერთად. მთავარია მივცეთ მათ გზა– სწორედ ეს არის ნამდვილი ელიტა, უკრაინის საზოგადოების ნაღები და არა ხელისუფლებაში მომჯდარი ბარიგები – სახელმწიფოებრიობის შენება შეუძლიათ მხოლოდ გამოცდილ იდეალისტებს და არა ბარიგებს.
შევამცროთ გადასახადები 60 პროცენტით, გავაუქმოთ ყველა რეგულაციის 80 % და მოვახდინოთ სახელმწიფო საწარმოების სრული პრივატიზაცია მიწის ბაზრის შექმნასთან ერთად – და ეს ყველაფერი ყველასათვის ერთიანი წესების დაცვით – აი, რა ჭირდება დღეს მცირე და საშუალო ბიზნესს. მე არ მიბრუნდება ენა ბიზნესმენები ვუწოდო ოლიგარქებს. თავიანთი ბუნებით ისინი ანტიბიზნესურ მოვლენას წარმოადგენენ, ნამდვილი ბიზნესმენები კი უნდა დავიცვათ გამჭვირვალე წესების, დაბალი გადასახადებისა და რეგულაციების მოხსნის მეშვეობით. სახელმწიფო სექტორი უნდა იყოს მცირე, ისევე, როგორც მთელი სახელმწიფო აპარატი. მთავრობა, რომელმაც ამდენ ხანს არ გაატარა რეფორმები, მათ არც არასდროს გაატარებს. მე მზად ვიყავი მიმეცა ახლანდელი მინისტრთა კაბინეტისთვის შანსი – სამი, ოთხი, ხუთი თვე, მაგრამ როცა დავინახე, რომ ყველაფერი მორჩა – ცვლილებები არ არის, გადავწყვიტე თავად მოვკიდო ამ საქმეს ხელი.