ხელისუფლება გენერალ თემურ ჯანაშიასთან ბრძოლას არ იშლის

0
398

 

სატელევიზიო კომპანია ,,იბერიას'' ამ დრომდე არ მოუხდია ბოდიში დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თემურ ჯანაშიასთვის, რომელიც  მის ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტში პირდაპირ დაადანაშაულა ადამიანის წამებაში ბრალდებული თემურ უბირიას მოსყიდვასა და წაქეზებაში.  
სხვას ვერაფერს უწოდებ ჟურნალისტის წინასწარ განზრახულ ნაბიჯს, სწორედ მისთვის, როგორც კასრებში დამარხული შემზარავი ვიდეოფირების ,,კასტილიანი გმირის'' მომსყიდველად და დავალების მიმცემად დასახელებული პირისათვის,  მიემართა უბირიას დედის მანონ ჩხეტიას   მიერ გამოთქმული ეჭვების კომენტირებისათვის.
თავი დავანებოთ იმას, რომ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში ათასობით ჯანაშია ცხოვრობს, მათ შორის სავარაუდოდ ასობით ადამიანს ქვია სახელად თემური, მაგრამ სიუჟეტის ავტორმა მათგან  მაინცდამაინც დაცვის სამსახურის უფროსი გამოარჩია და დაუკავშირა ამ საქმეს, – დიდი პროფესიონალიზმი არ ჭირდება იმის გარკვევას, რომ თემურ ჯანაშია, რომელიც ,,კასრების საქმეში'' ფიგურირებს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია უბრალოდ არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი იყოს, რადგან  თუნდაც ყველაზე ანომალიური  ფანტაზიის შემთხვევაშიც კი ვერავინ წარმოიდგენს, რომ ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობა აბარია,  პერიოდულად ზუგდიდში ჩამოდის, ვინმე უბირიასთან ქეიფობს, ათრობს, ფულს აძლევს და ასეთ საქმეებზე უშვებს. არც იმას ჭირდება დიდი გაკითხვა, რომ თემურ ჯანაშია, რომელზედაც უბირიას დედა მანონ ჩხეტია საუბრობს, ზუგდიდში, სამხარეო სამმართველოს თანამშრომელი იყო იმ პერიოდში და გარდა სახელისა და გვარისა არაფერი აკავშირებს დაცვის უფროსთან.
ცალკე საკითხია, რომ გენერალი ჯანაშია, რომლის პიროვნულ ღირსებებს  და პროფესიულ კეთილსინდისიერებას შეფარვით თუ აშკარად აღიარებენ მოწინააღმდეგეებიც კი , არ შეიძლება რაიმე ბუნებრივ ასოციაციას იწვევდეს ამგვარ საქმეებთან, თუმცა არავის ებადება კითხვა, მაშინ რატომ შეეცადა ,,იბერია" თუნდაც წამიერი ეჭვი აღეძრა თავისი მაყურებლითვის, რომ მანონ ჩხეტიას მიერ დასახელებული პიროვნება სწორედ ის არის და არა ვინმე სხვა. – ხელისუფლებამ ამ ფორმით სცადა შურისძიება ადამიანზე, რომლისგანაც ვერ მიიღო ცრუ აღიარება თუ დაბეზღება სახელმწიფო სახსრების გაუმართლებელ ხარჯვასა და მითვისებაში პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან.  და   სცადა ახლა ჟურნალისტის ხელით ნასროლი ქვა მიეყოლებინა მისთვის.  
ორი დღეა სოციალურ ქსელებსა და მედიაში ეს თემა ტრიალებს და  სავსებით ლოგიკურად დაისმის კითხვა: ,,ვისი დავალებით პიარდება ,,იბერიის'' ეთერში სამეგრელოს კასრების კასტილიანი “გმირის”დედა ? რაღა ახლა დაუშინეს მის სახლს ქვები, როცა კასრების აღმოჩენიდან წლებია გასული? რატომ მიმართეს კომენტარებისთვის გენერალ თემურ ჯანაშიას, რომელსაც გარდა სეხნიობისა და მოგვარეობისა, უბრალოდ არ შეიძლება რაიმე კავშირი ქონდეს ადგილობროვი მნიშვნელობის პოლიციის ჩინოსანთან, რომელიც ამ საქმეშია გარეული ( თუმცა საკითხავია, რამდენად საფუძვლიანია მანონ ჩხეტიას ეჭვები   ამ უკანასკნელთან დაკავშირებითაც)''
 
,,ერთი უბედურებაა, რომ კასტილიანი გამაუპატიურებლის დედას ეთერი დაუთმეთ,მეორე უბედურება,რომ ინფორმაცია არ გადაამოწმეთ და თქვენით დაასკვენით,რომ ზუგდიდში ჩადიოდა და 5 ლარს უხდიდა უბირიას, ჩემი თუ არ გჯერათ, ნანა ფაჟავას მაინც დაუჯერეთ,ის რომ თემურ ჯანაშია მეგისას მარჯვენა ხელიადა არა სახელმწიფო დაცვის უფროსი'' – წერს “ქრონიკა+” -ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.  
 
თავად  ნანა ფაჟავა, რომელიც მრავალი წელია გამოირჩევა როგორ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მკვეთრად დაპირისპირებული ჟურნალისტი, ფეისბუქგვერდზე ქვეყნებს პოსტს, რომელშიც ნათქვამია: ,,თემურ ჯანაშია სამხარეო პოლიციის თანამშრომელი იყო, რაღაც შტაბის უფროსი ერქვა და ჭუბურხინჯის შეხვედრებზე ქართული მხარის წარმომადგენლადაც დაეთრეოდა. გუნავას და მეგისას შნირი. ვირთხა! არც 2012 წლის მერე იცვლიდა ფეხს. უბირიას 5 ლარსაც არ მისცემდა, დარწმუნებული ვარ! და დაანებეთ თავი ამ ჯანაშიას, სირცხვილია. არაპროფესიონალიზმი თუ არა. ,,საინტერესო ქალს“ მიკროფონს რომ  გამოუღებთ პირიდან, ცოტა ტვინიც დაატანეთ, სანამ რამეს ,,გვახარებდეთ!!!!’' (სტილი დაცულია – ,,ოდიში ნიუსი'' ბოდიშს უხდის მკითხველს)
 

სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილს ეჭვი არ ეპარება, რომ აქ უბრალოდ ჟურნალისტის არაპროფესიონალიზმთან როდი გვაქვს საქმე: 
,,1) კასტილიანის დედა "პროსტა ტაკ" ვერცერთ ტელევიზიაში ვერ მოხვდება.
2) თემურ ჯანაშიაზე ინფორმაცია გადამოწმებულიც ჰქონდათ და მეტიც.
3) ის დასკვნა,რომ სდსს- უფროსი თემურ ჯანაშია აძლევდა 5 ლარს და არა ვინმე სხვა პირველი ორი პოზიციიდან გამიზნულად გამოიყვანეს და შექმნეს და არა თავისით გამოვიდა ასე.
4) (მთავარი) ყველაფერი კავშირშია.ესაა ერთი ჯაჭვის რამდენიმე რგოლი.
დასკვნა ერთია: “ტელეკომპანია”იბერიას”ეთერში ერთის მხრივ 24 000 გაუპატიურებულ ვაჟკაცზე მოთქვამენ ყოველ დღე და მეორეს მხრივ,შტატიანი გამაუპატიურებლის დედის ხელით გენერალ თემურ ჯანაშიას ებრძვიან !!!''
 
შეგახსენებთ, ტელეკომპანია”იბერიის სიუჟეტში, რომელიც მიეძღვნა დაუდგენელი პირების მიერ ადამიანების გაუპატიურებაში ბრალდებული თემურ უბირიას სახლის ფანჯრების ჩამსხვრევას ქვებით , მისი დედა  მანონ ჩხეტია შვილის საქციელს სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ ზუგდიდიდან წასვლას – სახლის გაყიდვას აპირებს. მანონ ჩხეტიას განცხადებით, შვილის საქმიანობის შესახებ მან არაფერი იცოდა, თუმცა საკუთარ სახლში ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის თემურ ჯანაშიას  ხშირი ვიზიტი კითხვის ნიშნებს უჩენდა. ,,იბერიის'' ჟურნალისტმა ამ ბრალდების ადრესატად გენერალი ჯანაშია წარმოაჩინა იმით, რომ სწორედ მას მიმართა კომენტარებისთვის.
 
თემურ ჯანაშიას ეთერში კომენტარი, ბუნებრივია, არ გაუკეთებია. მოგვიანებით კი თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშც ნათქვამია: ,,პიჯაკების და თაიგულის საქმე ხომ სრული აბსურდია, მაგრამ დღეს პროკურატურამ და სუს- მა ტელეკომპანია იბერიის მეშვეობით ისეთი ბინძური თამაში წამოიწყო სასაცილოც აღარ არის.

ვინმე უბირიას (მსჯავრდებული ყოფილა ე.წ. კასრების საქმეზე) დედა იძახის თემურ ჯანაშია აძლევდა ჩემს შვილს ფულსო. ტვ იბერიამ ,,რატომღაც" გადაწყვიტა, რომ ამ ხნიერი ქალის მიერ ნახსენები თემურ ჯანაშია მე ვარ, მაშინ როცა უამრავი თემურ (თემო, თეიმურაზ) ჯანაშია დადის მზის ქვეშ  :)) 
მირეკავს ჟურნალისტი და კომენტარს მთხოვს, სასაცილოა ! ამავე წარმატებით შეიძლება ეკითხათ, ლარი როგორ გავაუფასურე ანდაც ჟირაფების რაოდენობის შემცირებასთან რა კავშირი მაქვს.
სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილი !!!'' –წერს თემურ ჯანაშია. 
 
 
 

წინა სტატიასახელმწიფო დაცვის ყოფილი უფროსი სახელმწიფოს მის მიმართ ბინძური კამპანიის წამოწყებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაზუგდიდში ფაიფურის დასახლებაში მცხოვრები დევნილების 15 ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას თხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური