მთავარისიახლეებიმსოფლიოსაქართველოს გენერალური საკონსულოს განცხადება სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

საქართველოს გენერალური საკონსულოს განცხადება სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

Published on

წუხელ სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური საკონსულო განცხადებას ავრცელებს. ქართველი დიპლომატები, საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც დახმარებას საჭიროებს,  სთხოვენ დაკავშირებას ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია (+90 541) 818 44 00.
 
ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.
 
"სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს" ნათქვამია განცხადებაში.
 
რამდენიმე საათის წინ ბეშიქთაშის სტადიონის სიახლოვეს აფეთქდა დანაღმული მანქანა, არის მსხვერპლი, ამ დროის მონაცემებით,  გარდაცვლილია 15 ( სხვა მონაცემებით 10, 13) , დაშავებულია 22 ადამიანი, მათი უდიდესი უმრავლესობა პოლიციელია, თურქეთის შს სამინისტროს კომენტარებში ნათქვამია, რომ აფეთქება სავარაუდოდ არის ტერაქტი, ამფეთქებლების სამიზნე იქვე მდგარი პოლიციელებით სავსე ავტობუსი იყო.  
თავდაპირველად თურქეთის შს მინისტრმა განაცხადა 5 დაღუპული პოლიციეის სსახებ, თუმცა, როგრც ირჯკვევა, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა  იმ დასავებული პოლიციელების ხარჯზე, რომელტა გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
აფეტქება მოხდა საფეხბურთო მატჩის დამთავრებისთანავე, როცა ბევრი მაყურებელი სწრედ ამ ადგილის გავლით ტოვებდა სტადიონს, ამიტომ  
 სამართალდამცავი ორგანოები არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა შორის შეიძლება იყონ სამოქალაქო პირებიც
 

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...