მთავარისიახლეებიპოლიტიკასახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში რუსთავი2-ის საქმე მოხვდა

სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში რუსთავი2-ის საქმე მოხვდა

Published on

   სახალხო დამცველი 2016 წლის ანგარიშში მედიასთან არსებულ პრობლემებზე წერს. უჩა ნანუაშვილი საარჩევნო წელს დაბალანსებულ მედიაზე საუბრობს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ რუსთავი2-ის პრობლემები მაინც დღის წესრიგში იდგა.„მართალია, გასულ წელს მოხდა დარღვევები რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ეტაპზე, მაგრამ მიმდინარე წელს გრძელდებოდა სასამართლო პროცესი და საქმე გადაეცა უზენაეს სასამართლოს. ამდენად, ამ წელს ნაკლებად იყო ჩვენი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ის შედეგები, რომელიც შესწავლამ ცხადყო. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება და შემდგომ ანგარიშებში საერთოდ აღარ იქნება საუბარი ასეთი სახის პრობლემებზე,“ – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.სახელისუფლებო გუნდი კი კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთრების თავისუფლებაზე საუბრობს და სასამართლოს გადაწყვეტილებას დალოდებას ურჩევს ყველას.„კონსტიტუცია იცავს თანაბრად გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთრების უფლების, ასევე იცავს სასამართლო ხელისუფლების ჩაურევლობის პრინციპს. ან პრინციპების უნდა მივყვეთ და დაველოდოთ და მივცეთ სასამართლოს საშუალება მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
 
 

სიახლეები

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...

თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის...

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...