მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით სერგეენკომ ჯანდაცვის რეფორმების მეორე ტალღის ძირითადი ამოცანები განმარტა

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის რეფორმების მეორე ტალღის ძირითადი ამოცანები განმარტა

Published on

   ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღის ფარგლებში გაძლიერებული აქცენტი ხარისხზე გაკეთდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მან ჯანდაცვის რეფორმების მეორე ტალღის ძირითადი ამოცანები განმარტა. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ზოგადად, ჯანდაცვა ეყრდნობა სამ მთავარ საფუძველს – ეს არის მიწვდომადობა, ხარისხი და ფასი. მისივე თქმით, პირობითად საყოველთაო ჯანდაცვის პირველი ტალღის მთავარი მიზანი იყო მიწვდომადობის გაზრდა და მან ეს წარმატებით შეასრულა, მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი ჩაერთო საყოველთაო ჯანდაცვაში.
    „თუკი სისტემა არ იქნება ამ სამ მყარ საფუძველზე დაფუძნებული, რა თქმა უნდა, მისი მდგრადობა არ იქნება სტაბილური. კონკრეტულად რაში გამოიხატება მეორე ტალღის ამოცანები – პირველი ის, რომ მთავარი აქცენტი ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა გაძლიერებული აქცენტი იქნება ხარისხზე. რაში გამოიხატება ეს – ხარისხის საკონტროლებლად რამდენიმე ინსტრუმენტი არსებობს, მაგალითად, ერთ-ერთი არის სამედიცინო დაწესებულებების შერჩევითი დაკონტრაქტირება. თუკი აქამდე ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც დააკმაყოფილებდა სანებართვო პირობებს, შეეძლო მონაწილეობა მიეღო საყოველთაო ჯანდაცვაში, ბოლო გარდამავალი ორი წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ აღმოჩნდნენ ისეთი კლინიკები, რომლებიც აწვდიან წყვეტილ, ფრაგმენტირებულ სამედიცინო დახმარებას. მაგალითისთვის, შეიქმნა სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც აქვს მხოლოდ რეანიმაციის განყოფილება. შეიქმნა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც პოლიკლინიკასთან არის მიბმული, ასოცირებული, როგორც გადაუდებელი დახმარების განყოფილება. ასეთი ტიპის სამედიცინო დაწესებულებები საფრთხეს უქმნიან პაციენტის სამედიცინო დახმარებას. ასეთ შემთხვევაში პაციენტი ვერ მიიღებს სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას ასეთი წყვეტილი, ფრაგმენტირებული აქტივობების განხორციელებით. ამიტომ სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც მთელს მსოფლიოში მიღებულია, როგორც ხარისხის გასაზრდელად ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი და, შესაბამისად, როგორც შედეგი, დანახარჯების შესამცირებლად, იქნება ამოქმედებული. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება მოულოდნელობა ასეთი ტიპის სამედიცინო დაწესებულებებისთვის. ჩვენ თვეების განმავლობაში გვქონდა მათთან კომუნიკაცია. ვეცადეთ გამოგვეყენებინა ინსტრუმენტი სანებართვო პირობების სახით, თუმცა ნაწილი მათგანი თანამშრომლობას დათანხმდა, გაიაზრა, რომ ისინი არასწორი გზით მიდიოდნენ, ნაწილი აგრძელებს ამას. შესაბამისად, სელექტიური კონტრაქტირების პირველი ეშელონი სამედიცინო დაწესებულებებს და, საბედნიეროდ, ასეთი ერთეულებია, ჩამოაშორებს საყოველთაო ჯანდაცვას”, – განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, თანამშრომლობა მოხდება ისეთ კლინიკებთან, რომლებიც პაციენტებს მიაწვდიან მაქსიმალურად ხარისხიან და უფასო სამედიცინო მომსახურებას. 
   „შემდეგი იქნება ის, რომ სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც მკაფიოდ იაზრებენ და ითავისებენ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, კერძოდ, სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას რიგი მიმართულებებით, როგორციაა მაგალითად, ინფექციებზე კონტროლი, როგორიცაა ის, რომ როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენტური გუნდი მათ აძლევს რეკომენდაციებს ამა თუ იმ მიმართულებით, რომ დროულად შეასრულონ რეკომენდაციები და როდესაც არის მაგალითად სეზონურად გაზრდილი ავადობა, ჩვენ არ გვქონდეს, პირდაპირი მნიშვნელობით, სახვეწარი თითოეულ სამედიცინო დაწესებულებასთან, რომ ასეთ პაციენტებს აღმოუჩინონ დახმარება. აქამდე, საბედნიეროდ ცოტა, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებები აქეთ ახორციელებდნენ სელექტირებას პაციენტებისადმი. ჩვენ ვითანამშრომლებთ ისეთ კლინიკებთან, რომლებიც პაციენტებს მიაწვდიან მაქსიმალურად ხარისხიან და უფასო სამედიცინო მომსახურებას. მოკლე აღწერით, პირველი ტალღა ხარისხისკენ გადადგმული ნაბიჯებისა, სწორედ ამაში გამოიხატება”, – განაცხადა სერგეენკომ.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...