მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-ს სადაზვერვო გაერთიანების შეფასებით, რუსეთის მიზანი იყო ერთ-ერთი კანდიდატისთვის ხელის შეწყობა და...

აშშ-ს სადაზვერვო გაერთიანების შეფასებით, რუსეთის მიზანი იყო ერთ-ერთი კანდიდატისთვის ხელის შეწყობა და ტრამპისთვის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებაში დახმარების გაწევა

Published on

  აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შეფასების თანახმად, რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, რათა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, სადაზვერვო უწყებებმა რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული პირები გამოავლინეს, რომლებმაც WikiLeaks-ს ”დემოკრატიული პარტიის” სერვერის გატეხვის მეშვეობით მიღებული ათასობით დოკუმენტი მიაწოდეს. სპეცსამსახურების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პირები ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში სპეცოპერაციის ნაწილს წარმოადგენენ.
   „სადაზვერვო გაერთიანების შეფასებით, რუსეთის მიზანი იყო ერთ-ერთი კანდიდატისთვის ხელის შეწყობა და ტრამპისთვის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებაში დახმარების გაწევა“, – გამოცემა The Washington Post ციტირებს ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის სიტყვებს. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ამერიკის ოფიციალური სტრუქტურების მონაცემთა ბაზის გატეხვაში. მთავარი სამიზნე ”დემოკრატიული პარტიის” სერვერები იყო. თუმცა, ამ ბრალდებებს მოსკოვში კატეგორიულად უარყოფდნენ.

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...