მთავარისიახლეებიპოლიტიკა2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაზღვევის დაფინანსება 100 მილიონი ლარით მცირდება

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაზღვევის დაფინანსება 100 მილიონი ლარით მცირდება

Published on

     2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაზღვევის დაფინანსება 100 მილიონი ლარით მცირდება და 500 ათასზე მეტი ადამიანი საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს.ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, საჭიროა დაზღვევის არსებული სისტემის რეფორმირება.მისივე განმარტებით, საყოველთაო დაზღვევით მხოლოდ ის ადამიანები ისარგებლებენ, რომლებიც არ არიან კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეული.„უნდა მოხდეს მკაფიო გამიჯვნა კერძო დაზღვევასა და საყოველთაო ჯანდაცვას შორის. ეს ავტომატურად არ გამოიწვევს იმას, რომ ყველა ადამიანი, რომელიც კერძოდ არის დაზღვეული, გადადის მხოლოდ კერძო დაზღვევის იმედზე,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.მმართველ გუნდს სადაზღვევო სტრატეგიას უწუნებს ნაციონალური მოძრაობა.
    „ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა იმისათვის, რომ ყაირათიანად დაიხარჯოს ეს ფული, გადავიდოდა კერძო სადაზღვევოების ხელში, მაგრამ ამას არ აკეთებენ. შესაბამისად, გაგრძელდება ჯანდაცვის ფინანსების ფლანგვა ერთ მხარეზე და მეორე მხარეს ისინი, ვინც კერძო დაზღვევას ყიდულობს, გაუძვირდებათ პაკეტები. შესაბამისად, უფრო ნაკლები ადამიანი შეძლებს მათ ყიდვას და უფრო მეტი ადამიანი დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს კისერზე,“ -აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...