მთავარისიახლეებისაზოგადოებასიცივე გარეთ – სიცივე სკოლაში. ,,ყინვა და პატარა მოწაფე'' ,,კომბლეზე'' აქტუალური ხდება

სიცივე გარეთ – სიცივე სკოლაში. ,,ყინვა და პატარა მოწაფე” ,,კომბლეზე” აქტუალური ხდება

Published on

განათლების სამინისტროში ადასტურებენ, რომ უამინდობისა და გათბობის საკითხის  მოუგვარებლბის გამო  თბილისისა და  რეგიონების რიგ საჯარო სკოლაში  პრობლემები შეიქმნა . . მინისტრის მოადგილე  ლია გიგაური აცხადებს, რომ  სკოლებში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეორე დღეა რუსთავის 21-ე სკოლის მოსწავლეებს ცენტრალური გათბობის გარეშე დარჩენილ შენობაში უწევთ სწავლა, რადგან   გამათბობლის ძრავა გადაიწვა. სასწავლებლის ადმინისტრაციამ მის  აღდგენამდე, სიცივის გამო გაკვეთილების ხანგრძლივობა შეამცირა და სკოლის ალტერნატიული გათბობის საშუალებაზე გადავიდა, კლასებში მოსწავლეები ელექტრო გამათბობლებით თბებიან.
გორის რაიონის სკოლაში მილი გაიყინა და ამ დრომდე საკლასო ოთახების გათბობას ელექტრო ქურებით ცდილობენ. ახალციხის რაიონის სკოლებში კი ძლიერი ქარის გამო ღუმელის ანთებას ვერ ახერხებენ და გაკვეთილების ჩატარება ცივ საკლასო ოთახებში უწევთ.
 გაკვეთილების ხანგრძლივობა 35 წუთამდე შეამცირეს თბილისის და რეგიონის რამდენიმე სკოლაშიც –  ამ რეჟიმით კი სკოლები მანამდე იმუშავებს, ვიდრე პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება. 
დღეს ზუგდიდშიც მოთოვა და სინოპტიკოსები ტემპერატურის შემდგომ ვარდნასა და ყინვების გაძლიერებაზე საუბრობენ. ჯერჯერობით სასწავლო პროცესის შეწყვეტის ან შეფერხების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა მშობლები ,,ოდიში ნიუსთან” საუბარში საკლასო ოთახებში მინიმალურ სტანდარტებზე დაბალ ტემპერატურაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, იძულებული გახდებიან   ბავშვების სკოლაში გაშვებისგან თავი შეკავონ.
 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...