აკაკი ზოიძე:” 535 ათასი ადამიანი, რომელიც დაზღვეულია კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც იყენებს, რაც აღარ მოხდება”

0
392
    535 ათასი ადამიანი, რომელიც დაზღვეულია კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც იყენებს, რაც აღარ მოხდება, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.მისი განმარტებით, შეიცვლება დაფინანსების მეთოდები, ხოლო შეძლებულ მოქალაქეებს საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტი პასუხისმგებლობა ექნებათ.  კითხვაზე, განიხილება თუ არა სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის დაფინანსების საკითხის მოქალაქეთა შემოსავლებზე “მიბმა“, ზოიძემ განაცხადა, რომ ამაზე მსჯელობა მიდის. 
   “ვისაც აქვს კერძო დაზღვევა, ის საყოველთაო დაზღვევას აღარ მიიღებს. კერძო სადაზღვევო კომპანია გადაუდებელი შემთხვევების 90%-ის შემთხვევაში უშვებს: – “ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მე“. აი ეს აღარ იქნება. ორმაგი ხარჯი გამოდის. რეალურად 535 ათასი ადამიანი, რომელიც დაზღვეულია კერძოდ, ასევე საყოველთაო ჯანდაცვას იყენებს. აი ეს გაიმიჯნება“განაცხადა აკაკი ზოიძემ.
  
წინა სტატიაზუგდიდის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი – შენიშვნები და რეკომენდაციები “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დოკუმენტში
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი გეგმა დედოლარიზაციის ღონისძიებების შესახებ ოფიციალურად ვრცელდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური