მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთის დელეგაციამ გაეროში აფხაზეთის საკითხის განხილვა დაბლოკა

რუსეთის დელეგაციამ გაეროში აფხაზეთის საკითხის განხილვა დაბლოკა

Published on

 უკრაინის დელეგაციამ გაეროს უშიშორების საბჭოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნის შეთახმების განხილვის ინიციატივით მიმართა, თუმცა წინადადება რუსეთის დელეგაციამ დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს გაეროში უკრაინის მუდმივმა  წარმომადგენლმა მიაწოდა. 
   ვლადიმირ ელჩენკოს თქმით, რუსული მხარე უხეშად არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. უკრაინულმა მხარემ ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გამოყვანისკენაც მოუწოდა, რათა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება და საქართველოს ტერიტორიული მთლანობის აღდგენა გახდეს შესაძლებელი. უკრაინის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს ორ პუნქტიანი განცხადების მიღებაც შესთავაზა, სადაც ჩაიწერებოდა, რომ საბჭომ განიხილა საქართველოში არსებული ვითარება და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერენ მხარს, თუმცა ინიციატივა საბოლოოდ რუსეთმა დაბლოკა.ვლადიმირ ელჩენკოს ტვიტერზე გავრცელებულ ინფორმაციას ტვიტერის საკუთარ გვერდზე ავრცელებს გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძეც.

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...